კირ სტარმერი - უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოების თვალსაზრისით ისტორიული ნაბიჯის გადადგმა შეგვიძლია
დონალდ ტრამპი - ვლადიმერ პუტინი უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე დათანხმდება
ფრიდრიხ მერცი - ყველას გვსურს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება
Zelensky to Trump: We want to stop the war and are ready for a trilateral meeting
Trump says Russia-Ukraine war must end
Zelensky thanks Trump for efforts to end war
ვოლოდიმირ ზელენსკი - ომის დროს არჩევნების ჩატარება შეუძლებელია
მამუკა ხაზარაძე - მე, ბადრი და სხვა ლიდერები, შესაძლოა, ჯერჯერობით, ციხეში ვართ, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ ქართველი ხალხის გამოყვანა ციხიდან, რომელშიც 13 წელია არიან

ვოლოდიმირ ზელენსკი - ომის დროს არჩევნების ჩატარება შეუძლებელია

18.08.2025 ნახვები: 221

უკრაინაში არჩევნები უსაფრთხო პირობებში უნდა ჩატარდეს. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრ სახლში, აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე გააკეთა.

კითხვაზე, მზად არის თუ არა უკრაინაში არჩევნების ჩატარებისთვის ვოლოდიმირ ზელენსკიმ დადებითი პასუხი გასცა.

„რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ. ჩვენ უსაფრთხოება უნდა უზრუნველვყოთ და პარლამენტში მუშაობა გვჭირდება, რადგან ომის დროს არჩევნების ჩატარება შეუძლებელია. ცეცხლის შეწყვეტა გვჭირდება, რათა ხალხმა დემოკრატიულ, ღია და ლეგალურ არჩევნებში ხმის მიცემა შეძლოს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპს მადლობა გადაუხადა იმ ამერიკული იარაღისთვის, რომელსაც ნატო-ს მექანიზმის მეშვეობით უკრაინა იღებს.

„ამ შესაძლებლობისთვის და ამ პროგრამისთვის მადლიერები ვართ. ასევე, ევროპის მადლიერები ვართ, რადგან, ბოლოს და ბოლოს ამისთვის ისინი იხდიან. ევროპაში არავის აქვს ისეთი სისტემები, როგორიც Patriot-ებია. ისინი ნამდვილდ გვჭირდება“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა