Zelensky on security guarantees for Russia: I don't know who is threatening them
Rutte: NATO security guarantees for Ukraine must not repeat past failures
აბასთუმანში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს
„რუსუდან ხიზანიშვილის პერსონალური იკონოგრაფია“ თიბისი კონცეპტის გალერეაში
მარკ რუტე - უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები ისეთი უნდა იყოს, რომ ვლადიმერ ვლადიმირის ძე პუტინმა უკრაინაზე თავდასხმაზე აღარასდროს იფიქროს
ირაკლი კუპრაძემ და ნიკა ჩერქეზიშვილმა მიუსაფარ ცხოველთა დამცველ მოქალაქეებთან შეხვედრა გაიმართეს
თინა ბოკუჩავა - ეს რეჟიმი ძალიან მალე დასრულდება, რასაც ადასტურებს პოლიტპატიმრების ყოველდღიური ბრძოლა და არჩილ მუსელიანცის მაგალითი
ალეკო ელისაშვილი - როცა მარტო ფულის მოპარვა გადარდებს, 8 წლის მერობის თავზე ასე გამოიყურება ისტორიული ქალაქი

კირ სტარმერი - უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოების თვალსაზრისით ისტორიული ნაბიჯის გადადგმა შეგვიძლია

19.08.2025 ნახვები: 236

უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოების თვალსაზრისით დღევანდელ შეხვედრაზე ისტორიული ნაბიჯის გადადგმა შეგვიძლია, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპსა და ევროპელ ლიდერებს შორის შეხვედრაზე განაცხადა.

„როდესაც უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ, ჩვენ ვსაუბრობთ, არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ევროპისა და გაერთიანებული სამეფოს უსაფრთხოებაზეც. ვფიქრობ, დღეს, სწორი მიდგომის შედეგად, უსაფრთხოების გარანტიების საკითხზე რეალური პროგრესის მიღწევა შეგვიძლია“, - განაცხადა კირ სტარმერმა.

მისი თქმით, „უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით „მსურველთა კოალიცია“ ძალისხმევის გაძლიერებისთვის მზად არის“.

„ვფიქრობ, შეგვიძლია დღეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგათ. უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოების თვალსაზრისით ისტორიული ნაბიჯის გადადგმა შეგვიძლია“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა