სოხუმისკენ მიმავალი გზა ანაკლიაა, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს მიზანი იქნას მიღწეული - მამუკა ხაზარაძე
ბოლნისში 79 წლის კაცმა ცოლი მოკლა
თედო აბრამოვის სიტყვა: გამომამწვდიეს გალიაში, მომწყვიტეს ოჯახს, მეგობრებს, ბებოს
თიბისი Google Cloud DORA Awards-ის გამარჯვებულია
ტვ პირველი - ჯანგველაძის მკვლელობის საქმე - მივა თუ არა გამოძიება ოთარ ფარცხალაძემდე
რადიო თავისუფლების საგამოძიებო რეპორტაჟი - ბაზრის დახლებზე სიცოცხლისთვის საშიში ქათმის ხორცია აღმოჩენილი
ქეთევან თურაზაშვილი - ვაკის პარკის დაუსრულებელი რეაბილიტაცია და სავარაუდო კორუფცია თბილისის მერიაში
„ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრმა ლევან ხორავამ ფოთის იზოლატორი დატოვა

სოხუმისკენ მიმავალი გზა ანაკლიაა, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს მიზანი იქნას მიღწეული - მამუკა ხაზარაძე

14.08.2025 ნახვები: 249

მყარად მწამს, რომ სოხუმისკენ მიმავალი გზა ანაკლიაა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს მიზანი იქნას მიღწეული, - ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, პატიმრობაში მყოფი მამუკა ხაზარაძე განცხადებაში წერს, რომელიც მის სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა: 

„33 წელი გავიდა იმ ტრაგედიიდან, რასაც აფხაზეთის ომი ჰქვია, 33 წელი დავტირით ჩვენს გმირებს, ვინც სამშობლოს ერთიანობას თავი შესწირა. არ არსებობს რამე სახის მოცემულობა, რომ ჩვენ სრულფასოვანი შემდგარი ერი ან სახელმწიფო გვერქვას, სანამ ქვეყნის ერთიანობა აღდგენილი არ იქნება.

ჩემი პოლიტიკაში მოსვლის მთავარი მიზეზი სწორედ ესაა, ანაკლიის პორტის და ქალაქის მშენებლობაში მონაწილეობაც ამით იყო განპირობებული. დღესაც მყარად მწამს, რომ სოხუმისკენ მიმავალი გზა ანაკლიაა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს მიზანი იქნას მიღწეული.

ანაკლიასაც ავაშენებთ და ქვეყანასაც გავაერთიანებთ, ამის მწამს, მჯერა და ასე იქნება ეს“

ყველას ნახვა
ყველას ნახვა