თბილისის საქალაქო სასამართლო ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულების პროცესი იწყება. განსასჯელის სკამზე წუთი წუთზე - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე დასხდებიან. (გიორგი ჯოხაძე და დავით მიქაძე საქართველოში არ იმყოფებიან, მათ ბრალი დაუსწრებალდ წარედგინათ).
როგორც ადგილიდან "პირველების" კორესპოდენტი იუწყება, სასამართლო დარბაზი ე.წ. მთაწმინდის საძმოს წევრებით არის გადავსებული.
ადვოკატები ამბობენ, რომ არც ერთი ბრალდებული დღეს დუმილის დარღვევას არ აპირებს და რომ მათ წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს. უფლებადამცველები ამბობენ, რომ დღევანდელ პროცესზე დაკავებულების გათავსიფლების სანაცვლოდ გირაოს შუამდგომლობას დააყენებენ.
ახლა მთავარი კითხვაა - ვინ არის კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობის მთავარი დამკვეთი და მივა თუ არა გამოძიება ყოფილ მთავარ პროკურორ, ოთარ ფარცხალაძემდე. აღნიშნულის შესახებ დღეს კითხვა "პირველებმა" საქმის პროკურორს, დაუსვა, თუმცა ლევან ვეფხვაძემ კითხვას არ უპასუხა.
პროკურორმა მხოლოდ ის თქვა, რომ ამ წუთებშიც მიმდინარეობს აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები.
გამოძიება მიმდიანრეობს შეკვეთით და ანგარებით მკველობაზე - თუ ვინმეს, რაიმე ფორმით შემხებლობა აქვს ეს შეკვეთასთან დაკავშირებით იქნება, დახმარებასთან დაკავშირებით იქნება თუ ორგანიზებულობასთან დაკავშირებით იქნება.
ძმებ მიქაძეებს და აგრეთვე გიორგი ჯოხაძე ბრალდების მხარე ედავება შეკვეთით და ანგარებით ჩადენილი მკვლელობის ორგანიზებას, მაგრამ ამავდროულად გრძელდება გამოძიება და ამჟამადაც, მე რომ აქ კომენტარს ვაკეთებ, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე პროკურატურა მოითხოვს პატიმრობას", - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კი 2 დღის წინ, 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუწრებლად წარეგინათ გუშინ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს.
ასევე ნახეთ პროკურატურის განცხადება: