ქეთევან თურაზაშვილი - ვაკის პარკის დაუსრულებელი რეაბილიტაცია და სავარაუდო კორუფცია თბილისის მერიაში
„ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრმა ლევან ხორავამ ფოთის იზოლატორი დატოვა
2 დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი მიმართულება - ვენეცია დაემატება
ზვიად რატიანი - ჩემი ერთ - ერთი მთავარი ინსპირაცია იყო მზია ამაღლობელისა და ნინო დათაშვილის საქმეები, ის ძალადობა, რაც მათ მიმართ მოხდა
ზუგდიდში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები
საქართველო, "ოცნების“ პირობებში, ნარკოვაჭრობის მთავარ გამტარ ძარღვად იქცა - ირაკლი კუპრაძე
ხვიჩა კვარაცხელიამ ახალ სეზონში პირველი ტიტული მოიგო - „პარი სენ-ჟერმენმა“ „ტოტენჰემი“ დაამარცხა
სოფელ იორმუღანლოში ცივი იარაღით ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

საქართველო, "ოცნების“ პირობებში, ნარკოვაჭრობის მთავარ გამტარ ძარღვად იქცა - ირაკლი კუპრაძე

14.08.2025 ნახვები: 223

"საქართველო, „ქართული ოცნების“ პირობებში, იქცა ნარკოვაჭრობის მთავარ გამტარ ძარღვად და ეპიცენტრად - „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ჩინოვნიკების მფარველობის გარეშე, ეს შეუძლებელი იქნებოდა" - ამის შესახებ "ლელო-ძლიერი საქართველოს" გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით,  "ნარკო-პანდემია, ყველა თავისი მიმართულებითა და ელემენტით უმთავრეს პრობლემად რჩება  საქართველოსთვის, ხელისუფლების უმოქმედობა და ნარკო-ბიზნესის მფარველობით კლავს თაობას": 

"ჩვენ რამდენიმე კვირის განმავლობაში ვუყურებთ შინაგან საქმეთა მინისტრის, გელა გელაძისა და სამინისტროს მიერ წარმოებულ სამარცხვინო პიარ კამპანიას, რომელიც არ შეესაბამება იმ რეალობას, რომელშიც ვიმყოფებით. ჩვენ წლების განმავლობაში ვსაუბრობთ, რომ ქვეყანაში არსებობს მძიმე ვითარება ნარკოვაჭრობასთან დაკავშირებით. საქართველო, „ქართული ოცნების“ პირობებში, იქცა ნარკოვაჭრობის მთავარ გამტარ ძარღვად და ეპიცენტრად. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ჩინოვნიკების მფარველობის გარეშე, ეს იქნებოდა სრულიად შეუძლებელი. 2024 წლის სახელმწიფოს მიერვე გამოქვეყნებულ ანგარიშში ცალსახად ჩანს, რომ დაფიქსირებულია 6 ათასზე მეტი ნარკოტიკული ტიპის დანაშაული, აქედან 100-მდე დანაშაული უკავშირდება ნარკოტიკების ტრანზიტს, რომელიც საქართველოს გავლით მიმდინარეობს. ეს არის არასრული სტატისტიკა, რომელსაც აქვეყნებს შსს და „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური ხელისუფლება. ცხადია, რომ ამ პიარ კამპანიით, რომელიც უკავშირდება მხოლოდ საზოგადოების მძაფრ რეაქციას ნარკოტიკების უკონტროლო ვაჭრობასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ დაშვებითვე მიმდინარეობს. ამით ივანიშვილი და ივანიშვილის „რუსული რეჟიმი“, წლების განმავლობაში, ხელს უწყობს საქართველოს ახალი თაობის, მოქალაქეების მკვლელობას. ყოველწლიურად, 50-ზე მეტი ადამიანი იღუპება ზედოზირებით. მაშინ, როცა ხელისუფლებას არ გააჩნდა ამ დროის განმავლობაში არანაირი ზრუნვის მექანიზმი, მათი ნარკოპოლიტიკა მიმართულია, მხოლოდ და მხოლოდ, რეპრესიისკენ. ივანიშვილს აქვს ერთადერთი მიზანი, რომ საქართველო აქციოს შავი ფულის და ნარკოტრეფიკის მთავარ ეპიცენტრად. ამაზე მიუთითებს საზოგადოებაში, მოქალაქეებში, სრულიად რაციონალურად და ობიექტურად გამჯდარი განცდა, რომ ნარკოტიკმა მოიცვა საზოგადოების დიდი ნაწილი.

2025 წლის თებერვალში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში ადასტურებს სწორედ იმას, რომ საქართველო გლობალურ ნარკოვაჭრობის პრობლემურ ეპიცენტრად იქცა. ეს მოახერხა ივანიშვილმა, რომ საქართველო ექცია საერთაშორისო ნარკოვაჭრობის ეპიცენტრად. ივანიშვილმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმ უამრავ ტრაგედიაზე, რომელიც ჩვენ გარშემო ხდება. ამ პიარული, სასაცილო, სრულიად გაუგებარი აქციებით, რომელსაც შს მინისტრი, გელა გელაძე ატარებს, ვერ მოატყუებენ იმ საზოგადოებას, რომლებიც თავად, საკუთარ თავზე, შვილებსა და ოჯახებზე გრძნობენ ნარკოდამოკიდებულების მძიმე გავლენას. ჩვენ ვამბობთ, რომ ნარკოვაჭრობასთან, საერთაშორისო ნარკოტრანზიტთან მიმართებით სახელმწიფო უნდა იყოს გაბედული და ამისთვის უნდა არსებობდეს პოლიტიკური ნება. ივანიშვილს და მის „რუსულ რეჟიმს“ ეს პოლიტიკური ნება არ გააჩნია.

ჩვენ ცალსახად ვაცხადებთ, რომ ნარკოპოლიტიკა უნდა ემყარებოდეს ზრუნვასა და მხარდაჭერას ნარკოდამოკიდებულებზე. უკვე მეორე არჩევნებია, ვამბობთ, რომ გარდაუვალად აუცილებელია ამ ქვეყანაში არსებობდეს ნარკორეაბილიტაციის ცენტრები, სადაც სახელმწიფო, სხვა მოქალაქეებთან ერთად, იზრუნებს თითოეულ ნარკოდამოკიდებულზე, შესთავაზებს მათ იმ ტიპის გამოსავალს, რომელიც მათ სჭირდებათ, რომლისთვისაც ისინი იქნებიან მზად. თითოეულ მუნიციპალიტეტში, ქალაქში უნდა არსებობდეს ნარკორეაბილიტაციის ცენტრები, სადაც ჩვენს მოქალაქეებს შევთავაზებთ და დავეხმარებით ნარკოდამოკიდებულების დაძლევაში, რაც ჩვენი საზოგადოებისთვის უმძიმესი გამოწვევაა. მაშინ, როცა ივანიშვილი კლავს და ანადგურებს ჩვენს მომავალს და ახალ თაობას, ჩვენ ვთავაზობთ მოქალაქეებს, მათ შორის, ჩვენს გულშემატკივრებს, მხარდამჭერებს, თითოეულ ადამიანს საქართველოში, ამ პრობლემის გადაჭრის გზა არსებობს - უკომპრომისო ბრძოლა ნარკოვაჭრობასთან, საერთაშორისო ნარკოტრანზიტთან და ზრუნვა ნარკოდამოკიდებულებზე. ეს არის გარდაუვალი და აუცილებელი ცვლილება, რაც ჩვენს ქვეყანაში უნდა მოხდეს და ჩვენ ამაზე პასუხისმგებლობას ვიღებთ”, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა