2 დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი მიმართულება - ვენეცია დაემატება
ზვიად რატიანი - ჩემი ერთ - ერთი მთავარი ინსპირაცია იყო მზია ამაღლობელისა და ნინო დათაშვილის საქმეები, ის ძალადობა, რაც მათ მიმართ მოხდა
ზუგდიდში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები
საქართველო, "ოცნების“ პირობებში, ნარკოვაჭრობის მთავარ გამტარ ძარღვად იქცა - ირაკლი კუპრაძე
ხვიჩა კვარაცხელიამ ახალ სეზონში პირველი ტიტული მოიგო - „პარი სენ-ჟერმენმა“ „ტოტენჰემი“ დაამარცხა
სოფელ იორმუღანლოში ცივი იარაღით ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
Russian army loses 990 soldiers in war against Ukraine
Unmanned Systems Forces repel Russian assault in Pokrovsk direction

ხვიჩა კვარაცხელიამ ახალ სეზონში პირველი ტიტული მოიგო - „პარი სენ-ჟერმენმა“ „ტოტენჰემი“ დაამარცხა

14.08.2025 ნახვები: 222

ჩემპიონთა თასის გამარჯვებული „პარი სენ-ჟერმენი“ ევროპის სუპერთასისთვის ევროპა ლიგის გამარჯვებულ „ტოტემჰემს“ დაუპირისპირდა, 2:2 დასრულებული ძირითადი დროის შემდეგ პენალტების სერიაში 4:3 დაამარცხა და ახალ სეზონში პირველი ტიტული მოიპოვა.

ხვიჩა კვარაცხელია პარიზელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და თავის გამოჩენა ორჯერ შეეძლო – მე-8 წუთზე კარში დარტყმა სცადა, მაგრამ მცველებმა ხელი შეუშალეს, ხოლო 35-ე წუთზე, მისი გადაცემის შემდეგ გოლის გატანა უსმან დემბელეს შეეძლო, თუმცა მიზანს ააცილა.

შეტევების გამწვავებას „ტოტენჰემი“ უფრო ახერხებდა და 39-ე წუთზე ანგარიშიც გახსნა – ინგლისელების შეტევა მიკი ვან დე ვენმა დააგვირგვინა და ლონდონელები დააწინაურა.

48-ე წუთზე კი ფრანგების კარში მეორე ბურთი კრისტიან რომერომ გაიტანა და პსჟ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

მე-60 წუთზე კვარაცხელია შეცვალეს. „პარი სენ-ჟერმენი“ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის შემდეგ მეორე ტიტულისთვის ბრძოლის წაგებასთან ახლოს იყო, მაგრამ პარიზელთა ბოლო წუთების შტურმმა შედეგი გამოიღო – 85-ე წუთზე ლი კანგ-ინმა სხვაობა შეამცირა, ხოლო 90+4-ე წუთზე გონსალო რამოშმა წონასწორობა აღადგინა.

გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნა, რომელიც უკეთ პარიზელებმა შეასრულეს, 4:3 მოიგეს და ევროპის სუპერთასის მფლობელები გახდნენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა