2 დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი მიმართულება - ვენეცია დაემატება
ზვიად რატიანი - ჩემი ერთ - ერთი მთავარი ინსპირაცია იყო მზია ამაღლობელისა და ნინო დათაშვილის საქმეები, ის ძალადობა, რაც მათ მიმართ მოხდა
ზუგდიდში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები
საქართველო, "ოცნების“ პირობებში, ნარკოვაჭრობის მთავარ გამტარ ძარღვად იქცა - ირაკლი კუპრაძე
ხვიჩა კვარაცხელიამ ახალ სეზონში პირველი ტიტული მოიგო - „პარი სენ-ჟერმენმა“ „ტოტენჰემი“ დაამარცხა
სოფელ იორმუღანლოში ცივი იარაღით ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
Russian army loses 990 soldiers in war against Ukraine
Unmanned Systems Forces repel Russian assault in Pokrovsk direction

სოფელ იორმუღანლოში ცივი იარაღით ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

14.08.2025 ნახვები: 225

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2004 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ე.გ. დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა რომ, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში, ბრალდებულმა წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, 1999 წელს დაბადებულ ქ.მ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ახალგაზრდა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“,- აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა