უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადში მდებარე ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაზე დრონებით მიიტანეს იერიში.
უკრაინული მედია წერს, რომ უპილოტო საფრენი აპარატების შეტევის გამო ადგილობრივმა ხელისუფლებამ ვოლგოგრადის აეროპორტის დროებით დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.
მათივე ცნობით, უკრაინულმა დრონებმა აღნიშნულ ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაზე იერიში წელს უკვე მესამედ მიიტანეს.
ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორ ანდრეი ბოჩაროვის თქმით, დრონების თავდასხმის შედეგად ქარხანას ცეცხლი გაუჩნდა.