სალომე სამადაშვილი "ქართულ ოცნებას": რომელი მოთხოვნაა შესრულებული, რა გაქვთ ევროკავშირისთვის სათქმელი?
„გრინ კროპს დისტრიბუშენი” - სასათბურე მეურნეობა, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
გრიგოლ გეგელია - ჩვენ ვართ მსჯელობის ბოლო ფაზაში და ძალიან მალე საზოგადოებას მერობის კანდიდატს წარვუდგენთ
გრიგოლ გეგელია - ადამიანის უფლებების შესახებ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირველი ანგარიში ფაქტობრივად მიწის მიყრაა „ქართული ოცნების“ არალეგიტიმურ რეჟიმზე
სახდეპის ანგარიში - საქართველოში ადამიანის უფლებათა სფეროში მნიშვნელოვან პრობლემებზე მიუთითებს სანდო ცნობები წამების ან სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის შესახებ
ტვ პირველი - "ლავას ოღლის" მარჯვენა ხელი სასტიკადაა ნაცემი
ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ არ წავალთ დონბასიდან, ამას ვერ გავაკეთებთ
თეთრი სახლი - დონალდ ტრამპის მიერ ვაშინგტონში საზოგადოებრივი უსაფრთხოების საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ პოლიციამ 23 პირი დააკავა

გრიგოლ გეგელია - ჩვენ ვართ მსჯელობის ბოლო ფაზაში და ძალიან მალე საზოგადოებას მერობის კანდიდატს წარვუდგენთ

13.08.2025 ნახვები: 223

„ქართული ოცნება“ ვერასდროს გაიმარჯვებს, თუ თავისუფალი არჩევნები ჩატარდება. მათი რეალური რეიტინგი არის 28-30% საუკეთესო შემთხვევაში, ისიც ყველა იმ ხრიკის გამოყენებით, რასაც ისინი იყენებენ, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან „ქართული ოცნების“ ლიდერებს მოუწოდა, „ბაქი-ბუქს შეეშვან და შეეგუონ იმას, რომ ოპოზიციაში მოუწევთ ყოფნა".

„არანაირი სხვა რეიტინგი მათ არ გააჩნიათ. ასე, რომ ბაქი-ბუქს შეეშვან. ახლა ჩვენი მიზანი არის, რომ ყურადღება მივაქციოთ ახალ არჩევნებს. ამ ახალ არჩევნებში „ქართული ოცნება“ გახდება დიდი, მნიშვნელოვანი და სერიოზული, მაგრამ ოპოზიციური ძალა. ისინი უნდა შეეგუონ, რომ ეს დღე ძალიან მალე დადგება, მათ მოუწევთ იყვნენ ოპოზიციური ძალა. ჩვენ არ დავუწყებთ მათ დევნას და დაპატიმრებას იმიტომ, რომ ღირსეული ადამიანები ვართ მათგან განსხვავებით. ძალიან მარტივია - ისინი უნდა გადავიდნენ ოპოზიციაში, სადაც არის მათი ადგილი. წარმოუდგენელია, ქართველი ხალხი მხარს არ გიჭერდეს და „ტიტუშკების“, რამდენიმე ასეული „რობოკოპის“ გამოყენებით, გინდოდეს მთელი პოლიტიკური ძალაუფლების მიტაცება, ეს უბრალოდ არ გამოვა. ასეთი რაღაც არ მომხდარა და არ მოხდება“, - განაცხადა გეგელიამ.

გარდა ამისა, მან 4 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველო“ მალე საზოგადოებას მერობის კანდიდატს წარუდგენს.

„რაც შეეხება მერობის კანდიდატს, ჩვენ ვართ მსჯელობის ბოლო ფაზაში და ძალიან მალე საზოგადოებას მერობის კანდიდატს წარვუდგენთ",-განაცხადა გეგელიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა