სალომე სამადაშვილი "ქართულ ოცნებას": რომელი მოთხოვნაა შესრულებული, რა გაქვთ ევროკავშირისთვის სათქმელი?
„გრინ კროპს დისტრიბუშენი” - სასათბურე მეურნეობა, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
გრიგოლ გეგელია - ჩვენ ვართ მსჯელობის ბოლო ფაზაში და ძალიან მალე საზოგადოებას მერობის კანდიდატს წარვუდგენთ
გრიგოლ გეგელია - ადამიანის უფლებების შესახებ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირველი ანგარიში ფაქტობრივად მიწის მიყრაა „ქართული ოცნების“ არალეგიტიმურ რეჟიმზე
სახდეპის ანგარიში - საქართველოში ადამიანის უფლებათა სფეროში მნიშვნელოვან პრობლემებზე მიუთითებს სანდო ცნობები წამების ან სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის შესახებ
ტვ პირველი - "ლავას ოღლის" მარჯვენა ხელი სასტიკადაა ნაცემი
ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ არ წავალთ დონბასიდან, ამას ვერ გავაკეთებთ
თეთრი სახლი - დონალდ ტრამპის მიერ ვაშინგტონში საზოგადოებრივი უსაფრთხოების საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ პოლიციამ 23 პირი დააკავა

თეთრი სახლი - დონალდ ტრამპის მიერ ვაშინგტონში საზოგადოებრივი უსაფრთხოების საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ პოლიციამ 23 პირი დააკავა

13.08.2025 ნახვები: 207

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ვაშინგტონში საზოგადოებრივი უსაფრთხოების საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ დედაქალაქში 23 პირი დააკავეს. ამის შესახებ თეთრ სახლში განაცხადეს.

გარდა ამისა, თეთრი სახლის პრესმდივნის, კეროლაინ ლევიტის განცხადებით, ღამის განმავლობაში პოლიციამ ექვსი ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო.

ლევიტის განმარტებით, დაკავებები სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის მკვლელობის, იარაღის უკანონო შენახვის, ნარკოტიკების გავრცელების და მგზავრობის საფასურის გადაუხდელობის გამო მოხდა.

ამასთან, თეთრ სახლში განმარტეს, რომ მომდევნო თვის განმავლობაში დამნაშავეების დევნა და დაკავება გაგრძელდება.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის განთავსების ბრძანება გასცა. ტრამპმა განაცხადა, რომ „ვაშინგტონის პოლიციის დეპარტამენტს ფედერალური კონტროლის ქვეშ მოაქცევს“ და „ვაშინგტონში კანონის, წესრიგისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების აღდგენის მიზნით ეროვნულ გვარდიას განათავსებს

ყველას ნახვა
ყველას ნახვა