ადვოკატ თორნიკე მიგინეიშვილის ინფორმაციით, 2023 წლის მარტის აქციების დროს დაშავებული 19 ჟურნალისტისა და ოპერატორის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნა.
ადვოკატი ამასთან დაზარალებული ოპერატორებისა და ჟურნალისტების სიას აქვეყნებს.
ადვოკატ თორნიკე გიგინეიშვილის განცხადებით, მიუხედავად გამოძიების დაწყებისა, არც ერთი ფაქტი არ გამოძიებულა, ვიდეომასალა კი 2 წლის განმავლობაში არ განხილულა.
"რამდენიმე თვიანი მუშაობის შემდგომ, სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნა 19 ჟურნალისტისა და ოპერატორის საჩივარი.
ეს ადამიანები არიან 2023 წლის მარტის აქციებისას (რუსული კანონის პირველად მიღების პროცესში) დაზარალებული ჟურნალისტები, რომლებზედაც იძალადა სისტემამ.
დღემდე გამოძიების მიხედვით არცერთი ფაქტი გამოძიებული არ არის. ამოღებული ვიდეო მასალის დათვალიერებაც კი არ დასრულებულა 2 წლის თავზე.
დიდი შრომა დაგვჭირდა რომ დაზარალებულის სტატუსი მაინც მიეღოთ აღნიშნულ პიროვნებებს (ნაწილს) საგამოძიებო ორგანოს მიერ.
მადლობა მედიაომბუდსმენის გუნდს კვალიფიციური და დიდი შრომის გაწევისთვის. (ილონა დიასამიძე, ჯანო ჭკადუა)
განსაკუთრებული მადლობა კი ნათია კაპანაძეს (Natia Kapanadze), რომელიც ათასობით კილომეტრის დაშორებით არის საქართველოდან, მაგრამ ყოველთვის ჩვენ გვერდით - საჭირო დროს.
19 ჟურნალისტისა და ოპერატორების სახელები და გვარები: