თორნიკე მიგინეიშვილი - 2023 წლის მარტის აქციების დროს დაშავებული 19 ჟურნალისტისა და ოპერატორის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნა
დონალდ ტრამპი - ვლადიმერ პუტინს ვეტყვი, რომ ომი უნდა დაასრულოს
13 აგვისტოს ევროპელი ლიდერების, დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის მონაწილეობით საგანგებო ვირტუალური სამიტი გაიმართება
გიორგი ბაჩიაშვილი - უარი ვთქვი ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, რაც ბიძინა ივანიშვილმა ღალატად ჩათვალა
„ქართულმა ოცნებამ“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები წარადგინა
უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე, ზოგან მოსალოდნელია წვიმა, სეტყვა და ქარის გაძლიერება
დონალდ ტუსკი - შეერთებულმა შტატებმა პირობა დადო, რომ დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრამდე ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციები გაიმართება
გრიგოლ გეგელია - დიდი ტრაგედია და სირცხვილია, რომ 17 წლის თავზე, ამ ქვეყანას მართავს დე-ფაქტო რეჟიმი, რომელიც ამბობს, რომ ომი საქართველომ დაიწყო

დონალდ ტრამპი - ვლადიმერ პუტინს ვეტყვი, რომ ომი უნდა დაასრულოს

11.08.2025 ნახვები: 224

შემდეგი შეხვედრა ზელენსკისა და პუტინს შორის, ან ზელენსკის, პუტინსა და ჩემ შორის იქნება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ბრიფინგზე განაცხადა.

„მე ვლადიმერ პუტინთან ვისაუბრებ და ვეტყვი, რომ ეს ომი უნდა დაასრულოს. მის ქვეყანაში ჩვენი ჩასვლის ნაცვლად, რუსეთის პრეზიდენტი ჩვენს ქვეყანაში ჩამოდის“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტთან „კონსტრუქციული“ საუბრის იმედი აქვს.

„სავარაუდოდ, პირველი ორი წუთის განმავლობაში ზუსტად მეცოდინება, შესაძლებელია თუ არა შეთანხმების მიღწევა. ეს არის ის რასაც მე ვაკეთებ, მე შეთანხმებებს ვაღწევ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპის ცნობით, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ ევროპელ ლიდერებსა და უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის დაურეკავს.

„გამოფრენისას, შესაძლოა ოთახიდან გამოსვლის შემდეგაც კი, მე ევროპელ ლიდერებს დავურეკავ, რომელთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს. მე ზელენსკისაც კარგად ვუგებ, მაგრამ არ ვეთანხმები იმას, რასაც აკეთებს. ეს ომი არასდროს უნდა მომხდარიყო, მაგრამ მე ზელენსკისთან ვისაუბრებ. შემდეგი შეხვედრა ზელენსკისა და პუტინს შორის, ან ზელენსკის, პუტინსა და ჩემ შორის იქნება“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა