გიორგი ბაჩიაშვილი - უარი ვთქვი ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, რაც ბიძინა ივანიშვილმა ღალატად ჩათვალა
„ქართულმა ოცნებამ“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები წარადგინა
უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე, ზოგან მოსალოდნელია წვიმა, სეტყვა და ქარის გაძლიერება
დონალდ ტუსკი - შეერთებულმა შტატებმა პირობა დადო, რომ დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრამდე ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციები გაიმართება
გრიგოლ გეგელია - დიდი ტრაგედია და სირცხვილია, რომ 17 წლის თავზე, ამ ქვეყანას მართავს დე-ფაქტო რეჟიმი, რომელიც ამბობს, რომ ომი საქართველომ დაიწყო
ნეთანიაჰუ - ღაზის სექტორში ახალი შეტევა საკმაოდ სწრაფად დაიწყება
თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებული აგროლაბი - სანდოობა, როგორც ინოვაცია
War update: 137 combat engagements recorded over past 24 hours

დონალდ ტუსკი - შეერთებულმა შტატებმა პირობა დადო, რომ დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრამდე ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციები გაიმართება

11.08.2025 ნახვები: 211

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა პირობა დადო, რომ დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრამდე ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციებს გამართავენ, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

ტუსკმა განმარტა, რომ ტრამპი-პუტინის შეხვედრასთან დაკავშირებით „ბევრი შიში და იმედი აქვს“ და ამ კონტექსტში აღნიშნა ტრამპის „არაპროგნოზირებადობის ტაქტიკა, როდესაც საქმე სხვადასხვა ნაბიჯსა და მოქმედებას ეხება“.

ტუსკის თქმით, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების მნიშვნელობა არა მხოლოდ მის მიმართ სოლიდარობის, არამედ ევროპის უსაფრთხოების საკითხიცაა.

„პოლონეთისთვის და ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის ნათელი უნდა იყოს, რომ საზღვრების შეცვლა ძალის გამოყენებით შეუძლებელია და რუსეთს არ უნდა მიეცეს უკრაინაში შეჭრით სარგებლის მიღების უფლება. დასავლეთი, მათ შორის ევროპული ქვეყნები, არ მიიღებს რუსეთის მოთხოვნებს, რომლებიც უბრალოდ უკრაინის ტერიტორიის მიტაცებას უდრის“, - აღნიშნა ტუსკმა.

მისი თქმით, რუსეთს არ უნდა გაუჩნდეს იდეა, რომ მას დაუსჯელად შეუძლია საფრთხე შეუქმნას სხვა ქვეყნების საზღვრებს.

პოლონეთის პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ არ შეიძლება გადაწყვეტილების მიღება უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე.

„ისტორიიდან ვიცით - და პოლონეთი ხშირად იყო ამის მსხვერპლი - რომ როდესაც დიდი სახელმწიფოები სხვა ქვეყნების შესახებ გადაწყვეტილებებს იღებდნენ მოლაპარაკებებში ამ ქვეყნების მონაწილეობის გარეშე, შედეგები მძიმე იყო“, - აღნიშნა ტუსკმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა