უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე, ზოგან მოსალოდნელია წვიმა, სეტყვა და ქარის გაძლიერება
დონალდ ტუსკი - შეერთებულმა შტატებმა პირობა დადო, რომ დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრამდე ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციები გაიმართება
გრიგოლ გეგელია - დიდი ტრაგედია და სირცხვილია, რომ 17 წლის თავზე, ამ ქვეყანას მართავს დე-ფაქტო რეჟიმი, რომელიც ამბობს, რომ ომი საქართველომ დაიწყო
ნეთანიაჰუ - ღაზის სექტორში ახალი შეტევა საკმაოდ სწრაფად დაიწყება
თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებული აგროლაბი - სანდოობა, როგორც ინოვაცია
War update: 137 combat engagements recorded over past 24 hours
Ukrainian air defense forces neutralize 59 enemy drones overnight
Russia's war casualty toll in Ukraine climbs by 1,000 over past day

გრიგოლ გეგელია - დიდი ტრაგედია და სირცხვილია, რომ 17 წლის თავზე, ამ ქვეყანას მართავს დე-ფაქტო რეჟიმი, რომელიც ამბობს, რომ ომი საქართველომ დაიწყო

11.08.2025 ნახვები: 232

ძალიან დიდი ტრაგედია და სირცხვილია, რომ 17 წლის თავზე, ამ ქვეყანას მართავს დე-ფაქტო რეჟიმი, რომელიც ამბობს, რომ ომი საქართველომ დაიწყო, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ, შინდისის გმირების მემორიალთან ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ბრძოლა რუსეთისგან გათავისუფლების მისაღწევად არის ღირსეული რამ.

„17 წლის თავზე, კიდევ ერთხელ ვიხსენებთ ჩვენი გმირების ხსოვნას. ჩვენ ვცდილობთ, რომ შევქმნათ ისეთი საქართველო, რომლისთვისაც ეს ადამიანები დაიღუპნენ, რომლისთვისაც მათ დათმეს ყველაზე მეტი, საკუთარი სიცოცხლე. ვფიქრობ, ძალიან დიდი ტრაგედია და სირცხვილია, რომ 17 წლის თავზე, ამ ქვეყანას მართავს დე-ფაქტო რეჟიმი, რომელიც ამბობს, რომ ომი საქართველომ დაიწყო, ამ ბიჭებმა დაიწყეს ომი, რომელიც საქართველოს იზოლაციისკენ მიერეკება, ტოტალური საერთაშორისო გამოთიშულებისკენ და რომელიც რეალურად ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში ოკუპანტის ინტერესებმა გაიმარჯვოს, როგორც საქართველოში, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამ ადგილას, უნდა გვახსოვდეს, რომ ბრძოლას აქვს აზრი, უნდა ვიბრძოლოთ, უნდა შევცვალოთ და აღვადგინოთ ის დაკარგული მახსოვრობა და ღირსება, რაც საქართველოს, ჩვენ ქართველებს, როგორც ერს ყოველთვის გაგვაჩნდა და მკაფიოდ, ყოველთვის ყველა ამბობდა, რომ ბრძოლა რუსეთისგან გათავისუფლების მისაღწევად არის ღირსეული რამ. ახლა გვყავს ხელისუფლება, რომელიც შავბნელ პროპაგანდად იყენებს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ სწორედ ომის თემას, შემდეგ კი აქ მოდიან და ვითომ ქედს მოიხრიან ამ ბიჭების წინაშე...“ - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა