თუ მთავრობას სურს, რომ პატივი მიაგოს რუსეთის აგრესიის მსხვერპლს, მან უნდა გამოუშვას ჟურნალისტი მზია ამაღლობელის მსგავსი პოლიტპატიმრები, ჩემს ძალისხმევებს გავაორმაგებ „MEGOBARI აქტის” მისაღებად. ამის შესახებ განცხადებას ამერიკელი სენატორი, ჯინ შაჰინი (დემოკრატიული პარტია) ავრცელებს.
„2008 წელს საქართველოში რუსეთის შეჭრა უნდა ყოფილიყო მაღვიძარა საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომ რუსეთი მისი მეზობლების დომინირებას აპირებს და თავისი აგრესიის გაბუნდოვანებას ცდილობს. საქართველოში რუსეთის დაუნდობელი ქმედებები უკრაინაში ქმედებებს მოასწავებდა, ყველაზე ბოლო მისი სრულმასშტაბიანი აგრესიაა. ქართველ ხალხს ესმის „რუსკი მირს“ რა მოაქვს, და სწორედ ამიტომ უწევენ სასტიკ წინააღმდეგობას „ქართული ოცნების” მთავრობის მცდელობებს, ისინი ანტი-დემოკრატიულ, რუსული სტილის მმართველობას დააახლოონ.
ამ მძიმე წლისთავზე შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელოს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უკანონო ანექსირების უარყოფის გამოხატვა. ღრმად შეშფოთებული ვარ „ქართული ოცნების” მთავრობის მიერ დემოკრატიული ღირებულებების წაშლითა და ქართველი ხალხის ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების ღალატით. თუ მთავრობას სურს, რომ პატივი მიაგოს რუსეთის აგრესიის მსხვერპლებს, მან უნდა გამოუშვას ჟურნალისტი მზია ამაღლობელის მსგავსი პოლიტპატიმრები და კვლავ ერთგული გახდეს საქართველოს დემოკრატიული მომავლის. ვაგრძელებ ქართველი ხალხის მხარდაჭერას და ჩემს ძალისხმევებს გავაორმაგებ ორპარტიული, ორპალატიანი “MEGOBARI აქტის” მისაღებად,” - წერს შაჰინი