სენატორი ჯინ შაჰინი - ძალისხმევებს გავაორმაგებ „MEGOBARI აქტის” მისაღებად
უკრაინის საგარეო უწყება - უკრაინა ურყევად უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
ისტორიკოსი ბექა კობახიძე - ვერ ამოვედით 90-იანების წუმპიდან
ზურაბ ჯაფარიძე - ან ყველა ვიბრძვით ყოველდღე, ყოველ წამს, სანამ არ ვიგებთ, ან სიყალბის ნაწილი ვართ
Reuters - სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში აშშ სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიული სატრანზიტო დერეფნის განვითარების ექსკლუზიურ უფლებას მიიღებს
ევროკავშირის პრეს-სპიკერი - ევროკავშირის ერთგულება საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ კვლავ ურყევია
ნინო დათაშვილი - თავს არ ვცნობ დამნაშავედ, თავს ვცნობ დაზარალებულად
გრიგოლ გეგელია - აზერბაიჯანი და სომხეთი ვაშინგტონში ხელს აწერენ ისტორიულ სამშვიდობო ხელშეკრულებას, რაც ცვლის რეგიონის პოლიტიკას - სად არის ამ დროს საქართველო? არსად!

ისტორიკოსი ბექა კობახიძე - ვერ ამოვედით 90-იანების წუმპიდან

07.08.2025 ნახვები: 210

სტორიკოსი ბექა კობახიძე რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს და "ლელოს" წევრთან, გრიგოლ გეგელიასთან დაპირიპირების შესახებ სოციალურ ქსელში წერს: 

"რაც დღეს გრიგოლს გაუკეთეს არის სამარცხვინო ამბავი. ვერ ამოვედით 90-იანების წუმპიდან. ხელში სმარტფონები გვიჭირავს, მაგრამ მაინც შუა საუკუნეობრივი ველური ტომებივით ვიქცევით. რას ვგულისხმობ: განწყობა, რომ თუ "იმენნა" ჩემნაირად არ ფიქრობ მოგკლავ, ჩაგქოლავ, დედას გაგინებ არ არის ის, რისთვისაც პირადად მე ვიბრძვი. მე ვიბრძვი მთავარისთვის: თავისუფალი, პროდასავლური საქართველო, რომელზეც უმრავლესობა ვთანხმდებით, მაგრამ ამის იქით მილიონი სხვადასხვა აზრი გვაქვს. გრიგოლმაც იცის და მთელმა მისმა პოლიტიკურმა გუნდმა, რომ მე არჩევნებში მონაწილეობას არ ვემხრობი, მაგრამ "იმენნა" ჩემი გზა არის მართალი და თუ არ მეთანხმები თავს გაგიხეთქავთქო, არის ისეთი აზრი, რომელშიც აბსოლუტური, ტოტალიტარული აზროვნება იკითხება და ვინც ასე აზროვნებთ, მე ჩემიანად არ მიმაჩნიხართ."

ყველას ნახვა
ყველას ნახვა