კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 250-ს გადააჭარბა
უკრაინული მედია: კრასნოდარის მხარეზე დრონებით მასშტაბური იერიში განხორციელდა, ნოვოროსიისკის მარცვლეულის ტერმინალმა მუშაობა შეაჩერა
ტრამპი ადასტურებს, რომ თურქეთიდან დაბრუნებისას უსაფრთხოების მიზნით ფარულად შეცვალა თვითმფრინავი
მთავრობა საგზაო უსაფრთხოების ახალ რეფორმებს გეგმავს – მკაცრი წესები ახალბედა მძღოლებისთვის, უკანა სავარძელზე ღვედის სავალდებულო გამოყენება და „ალკოჰოლური ბლოკირების“ სისტემის დანერგვა
კობახიძე: „არავითარი „სამხრეთ ოსეთის“ და აფხაზეთის რესპუბლიკა არ არსებობს“
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაადასტურეს, რომ რუსეთის ორენბურგის ოლქში მდებარე „ორსკნეფტეორგსინტეზის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს
გოჩა მირცხულავა - დადგით ბარემ ორჯონიკიძის ძეგლიც. ფორმალური ლოგიკა უკვე მზად გაქვთ
„როიტერი“: ყოფილი უკრაინელი ტყვეები და ოფიციალური კიევი რუსეთს სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების სისტემატურ წამებაში ადანაშაულებენ

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის თანამომხსენებლები მზია ამაღლობელზე - სასჯელი არაპროპორციული და პოლიტიკურად მოტივირებულია - მოვუწოდებთ ხელისუფლებას მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ

ნახვები: 472 ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის თანამომხსენებლები მზია ამაღლობელზე - სასჯელი არაპროპორციული და პოლიტიკურად მოტივირებულია - მოვუწოდებთ ხელისუფლებას მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საქართველოს მონიტორინგის თანამომხსენებლები, ედიტე ესტრელა (პორტუგალია, სოციალისტური პარტია) და საბინა ჩუდიჩი (ბოსნია და ჰერცეგოვინა, ALDE), მკაცრად გმობენ მზია ამაღლობელის 2 წლით დაპატიმრებას.

„ეს სასჯელი არაპროპორციულია, აშკარად პოლიტიკურად მოტივირებული და სისხლის სამართლის პროცესის ბოროტად გამოყენების მაგალითია დამოუკიდებელი მედიისა და დისიდენტური მოსაზრებების ჩასახშობად. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და ასევე მოვუწოდებთ სრულად პატივი სცეს საქართველოს [ევროპის საბჭოს] წევრობის ვალდებულებებს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შესახებ“, - განაცხადეს მომხსენებლებმა.

წერილში ასევე ნათქვამია, რომ მომხსენებლები საქართველოში ვიზიტს წელს გეგმავენ.

ცნობისთვის, საქართველო ევროპის საბჭოს ათი წევრი სახელმწიფოდან ერთ-ერთია, რომლებიც ექვემდებარება ასამბლეის სრული მონიტორინგის პროცედურას, რომლის მიზანია დაეხმაროს ქვეყნებს წევრობის ვალდებულებებისა და გაწევრიანების ვალდებულებების შესრულებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა