სენატორი ჯინ შაჰინი - ძალისხმევებს გავაორმაგებ „MEGOBARI აქტის” მისაღებად
უკრაინის საგარეო უწყება - უკრაინა ურყევად უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
ისტორიკოსი ბექა კობახიძე - ვერ ამოვედით 90-იანების წუმპიდან
ზურაბ ჯაფარიძე - ან ყველა ვიბრძვით ყოველდღე, ყოველ წამს, სანამ არ ვიგებთ, ან სიყალბის ნაწილი ვართ
Reuters - სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში აშშ სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიული სატრანზიტო დერეფნის განვითარების ექსკლუზიურ უფლებას მიიღებს
ევროკავშირის პრეს-სპიკერი - ევროკავშირის ერთგულება საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ კვლავ ურყევია
ნინო დათაშვილი - თავს არ ვცნობ დამნაშავედ, თავს ვცნობ დაზარალებულად
გრიგოლ გეგელია - აზერბაიჯანი და სომხეთი ვაშინგტონში ხელს აწერენ ისტორიულ სამშვიდობო ხელშეკრულებას, რაც ცვლის რეგიონის პოლიტიკას - სად არის ამ დროს საქართველო? არსად!

ნინო დათაშვილი - თავს არ ვცნობ დამნაშავედ, თავს ვცნობ დაზარალებულად

07.08.2025 ნახვები: 222

თავს არ ვცნობ დამნაშავედ, თავს ვცნობ დაზარალებულად, - ასე უპასუხა მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულმა აქტივისტმა ნინო დათაშვილმა მოსამართლე ლელა კალიჩენკოს კითხვაზე, ცნობდა თუ არა ის თავს წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ.

დათაშვილის თქმით, დაკავების შემდეგ, მის მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას ჰქონდა ადგილი.

„დაკავებისას დამხვდნენ გაჩერებაზე, წამგლიჯეს ტელეფონი, ვერ მივხვდი, რომ პოლიცია იყო, არ გამაცნეს უფლებები. ტელეფონი მჭირდებოდა იმიტომ, რომ შვილი გარეთ მყავდა და მასთან დაკავშირებას ვერ ვახერხებდი. მოტყუებით ჩამსვეს მანქანაში. სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული გოგო მიღებდა, რომელიც პოლიციელი კი არა, მეზობელი მეგონა.

მე ვიყავი ძალადობის მსხვერპლი, მე დავრეკე პოლიციაში, ყველანაირი უფლება შემილახეს, ღირსება, ლამის ტანსაცმელი შემომაძარცვეს... დღეების მერე ტერორისტივით დამაკავეს, სტრესში მამყოფეს. არაადამიანურად იქცეოდი გზაშიო. რას ვაკეთებდი? ვთხოვდი, რომ შვილთან დარეკვის უფლება მოეცათ, ან ადვოკატთან. ცინიკურ კომენტარებს აკეთებდნენ.

იღებდნენ ვიდეოს და შოუს დგამდნენ ჩემი მონაწილეობით. ახლა ასე გამოიარე, ისე გამოიარე, ასე გამოიხედე, ისე გამოიხედეო. ვეუბნებოდი, რომ არ მინდოდა ამ აბსურდში მონაწილეობა, არაო, ეს კი არ გამოქვეყნდება, არქივში შეინახებაო.

გამომძიებელი და ოპერატორი მელაპარაკებოდნენ, გავხდი ცუდად, თავბრუ დამეხვა, გული ამიჩქარდა, გრძელდებოდა ჩემზე ზეწოლა, რომ კარგი კადრები უნდოდათ თუ არ ვიცი...

ამას არაადამიანურ, დამამცირებელ, ღირსების შემლახავ ქმედებად აღვიქვამ",- განაცხადა დათაშვილმა.

მოსამართლე კალიჩენკომ ბრალდებულს მიმართა, რომ ამის შესახებ ხომ მისმა ადვოკატებმაც იცოდნენ, საჩივრებიც შეიტანეს და საქმეს სახალხო დამცველიც სწავლობდა.

„დიახ, მადლობა სახალხო დამცველს, მხოლოდ ეს უწყება მუშაობს“, - განაცხადა დათაშვილმა, რაზეც მოსამართლემ განაცხადა, რომ „ამ ოქმს პროკურატურაში გადააგზავნიდა, რადგან ევალება, რომ რეაგირება მოახდინოს“.

დათაშვილმა პროცესზე განაცხადა, რომ მას იზოლატორში ტუალეტში არ უშვებდნენ, ასევე ეტაპირებისას საცობში რამდენიმე საათი იმყოფებოდა და საპირფარეშოთი ვერ ისარგებლა.

მას მოსამართლემ ჰკითხა, ჰქონდა თუ არა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებთან პრეტენზია.

„არა, მადლობა პენიტენციურის პერსონალს, ექიმს. პენიტენციურის პერსონალი ადამიანურად, სათანადოდ მეპყრობა“, - განაცხადა ბრალდებულმა.

პროკურორ მედია ცირამუას განმარტებით, ბრალდებულმა გარკვეულ საკითხებზე პირველ სხდომაზეც ისაუბრა თუმცა, ასეთი ფორმით და ვრცლად პირველ სხდომაზე მას არ უსაუბრია.

„ბრალდების მხარე ვალდებულია რეაგირება მოახდინოს. რა ინფორმაციაც ბრალდებულმა გაავრცელა, გარკვეული ინფორმაციის შემცველია და ბრალდების მხარე ვალდებული ხართ, რეაგირება მოახდინოთ“, - განაცხადა მოსამართლე კალიჩენკომ.

ცნობისთვის, ნინო დათაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ივნისს მომხდარი ფაქტის გამო 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გულისხმობს.

აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა