ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

თინა ბოკუჩავა - ქართულ სახელმწიფოს ვერაფერი დააკლო პუტინმა და ვერაფერს დააკლებს ივანიშვილი

07.08.2025 ნახვები: 499

აგვისტოს ომიდან 17 წლის თავზე, საქართველოს ჰყავს დე ფაქტო ხელისუფლება, რომელიც ომს საკუთარ ქვეყანას აბრალებს, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილს სჯის, რადგან მან ქართული სახელმწიფო არ ჩააბარა მტერს - ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ბოდიშის მოხდას გვთხოვს, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალვანში, გიორგი ანწუხელიძის მემორიალთან განაცხადა, სადაც აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

ბოკუჩავას თქმით, საქართველო შიდა თუ გარე მტრის წინაშე არასდროს დაიჩოქებს.

„აგვისტოს ომიდან 17 წლის თავზე, საქართველოს ჰყავს დე ფაქტო ხელისუფლება, რომელიც ომს საკუთარ ქვეყანას აბრალებს, რომელიც იმდროინდელ უმაღლეს მთავარსარდალს, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სჯის იმიტომ, რომ მან ქართული სახელმწიფო არ ჩააბარა მტერს. ჰყავს დე ფაქტო ხელისუფლება, რომელიც ბოდიშის მოხდას გვთხოვს და რომელიც ბედავს და საქართველოს ეროვნულ გმირს, დაუჩოქებელი საქართველოს სიმბოლოს, გიორგი ანწუხელიძეს შეურაცხყოფს. ამ დღეს ვართ იმისთვის, რომ ნამდვილი საქართველოს ხმა გავაგონოთ მოღალატე ივანიშვილის და მათ პატრონს კრემლში, რომ ანწუხელიძე გმირია. ანწუხელიძე უკვდავია და უკვდავია ქართული სახელმწიფო, რომელსაც ვერაფერი დააკლო პუტინმა და ვერაფერს დააკლებს პუტინის მონა ბიძინა ივანიშვილი. დიახ, ანწუხელიძე გმირია, ის უკვდავია და სწორედ ისე, როგორც მან არ დაიჩოქა მტრის წინაშე, ისე არასოდეს დაიჩოქებს საქართველო შიდა თუ გარე მტრის წინაშე. დიდება გმირებს, დიდებს საქართველოს, ღმერთი ფარავდეს საქართველოს“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოს ომიდან 17 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1045 პირი სამხედრო მოსამსახურეა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა