აღსრულების ეროვნული ბიურო - „ლელომ“ დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმა გადაიხადა, „ლელოს“ ანგარიშებზე შეზღუდვები გაუქმდა
გიორგი ახობაძის მიმართ გამამართლებელ განაჩენს პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს
ლევან ხაბეიშვილი - მოსამართლემ დაადასტურა, რომ ახობაძე მართალია და ის ნარკოტიკი ვინ ჩაუდო
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო - რუსეთ-საქართველოს საზღვარზე უკრაინის 96 მოქალაქე იმყოფება
გიორგი ახობაძე - რვა თუ ცხრა თვე ჩუმად მომისაჯეს - წინასწარი პატიმრობით ჩამსვეს ციხეში
ადვოკატი - დადასტურდა რაც უალტერნატივო იყო, გიორგი ახობაძე არის მართალი, ის არ ინახავდა ნარკოტიკს
გიორგი ახობაძე - პირველი ემოცია, რაც მაქვს, არის მადლობა ყველას მიმართ
გიორგი ახობაძე სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა

მზია ამაღლობელს სასამართლოს დატოვებისას ხელში ეჭირა ფურცელი, წარწერით: „სილა რეჟიმს“

06.08.2025 ნახვები: 222

„ბათუმელების“ მთავარი რედაქტორის, ეთერ თურაძის განცხადებით, მზია ამაღლობელს სასამართლოს დატოვებისას ხელში ეჭირა ფურცელი, წარწერით: „სილა რეჟიმს“.

როგორც თურაძემ აღნიშნა, არ შეიძლება სისტემა ადამიანებს ანადგურებდეს და სწირავდეს.

„მე არ დამინახავს, მაგრამ როგორც მითხრეს, მზია ამაღლობელს დღეს ხელში ეჭირა ფურცელი, რომელზეც ეწერა: „სილა რეჟიმს“. დიახ, ეს არის!

მეტი უსამართლობა, რა შეიძლება ჩაიდინოს ერთი მოქალაქის წინააღმდეგ სახელმწიფომ, სასამართლომ, პოლიციამ, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, როდესაც 2 წლით უშვებ ციხეში მზია ამაღლობელს, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და დანაშაული არ ჩაუდენია?! ყველა უმკლავდება ერთ ქალს! აფერუმ! ეს არის ბოროტების სისტემა, რომელიც უნდა დაინგრეს. არ შეიძლება სისტემა ადამიანებს ასე ანადგურებდეს და სწირავდეს. კი ბატონო, როგორც მზიამ თქვა საბოლოო სიტყვაში: „ბრძოლა ბოლომდე“.

ჩვენ მხარეს არის სიმართლე, არ შეიძლება დავუშვათ, რომ სიმართლე გავაქროთ, დუმილით წავახალისოთ ის ბოროტება, რომელიც სუფევს ამ ქვეყანაში“, - აღნიშნა თურაძემ.

ჟურნალისტ მზია ამაღლობელს 2 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. მოსამართლემ “სისხლი სამართლის კოდექსის“ 353/1 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალი 353-ე მუხლის პირველი ნაწილით შეცვალა. აღნიშნული ითვალისწინებს პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით. აღნიშნული ქმედებისთვის კი სასჯელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა, შინაპატიმრობა 2 წლამდე ვადით და ასევე თავისუფლების აღკვეთა 2-დან 6 წლამდე ვადით.

ფოტოს გამოცემა "პუბლიკა" ავრცელებს.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა