აღსრულების ეროვნული ბიურო - „ლელომ“ დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმა გადაიხადა, „ლელოს“ ანგარიშებზე შეზღუდვები გაუქმდა
გიორგი ახობაძის მიმართ გამამართლებელ განაჩენს პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს
ლევან ხაბეიშვილი - მოსამართლემ დაადასტურა, რომ ახობაძე მართალია და ის ნარკოტიკი ვინ ჩაუდო
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო - რუსეთ-საქართველოს საზღვარზე უკრაინის 96 მოქალაქე იმყოფება
გიორგი ახობაძე - რვა თუ ცხრა თვე ჩუმად მომისაჯეს - წინასწარი პატიმრობით ჩამსვეს ციხეში
ადვოკატი - დადასტურდა რაც უალტერნატივო იყო, გიორგი ახობაძე არის მართალი, ის არ ინახავდა ნარკოტიკს
გიორგი ახობაძე - პირველი ემოცია, რაც მაქვს, არის მადლობა ყველას მიმართ
გიორგი ახობაძე სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა

გრიგოლ გეგელია - არაღიარებული პრემიერის განცხადება, რომ გერმანიის ელჩი ნოტარიალური შეთანხმების გარეშე ახორციელებდა ეკონომიკურ თანამშრომლობას ვინმესთან, იყო აბსურდული და კომიკური!

06.08.2025 ნახვები: 192

კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ივანიშვილსა და ლეგიტიმაციის გარეშე დარჩენილ მის რეჟიმს, მართლაც ჭირის დღესავით ეშინია ნებისმიერი ტიპის პოლიტიკური კონფრონტაციისა და პოლიტიკური ბრძოლის,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მისი პარტიის ოფიციალური საბანკო ანგარიშის დაყადაღებას.

გეგელიას თქმითვე, აღნიშნული აჩვენებს იმას, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ მთავარი სამიზნეა და მას პოლიტიკური ბრძოლის ეშინია.

„ეს არის ბოლშევიკური მენტალობის გაგრძელება, რომელსაც ჩვენ ვხედავთ „ქართული ოცნების“ მხრიდან, წლების განმავლობაში. ეს ამავე დროს, აჩვენებს, რომ „ლელო-ძლიერი საქართველო“ არის „ქართული ოცნების“ მთავარი სამიზნე. მათ ეშინიათ ჩვენი ბრძოლის და მათ ეშინიათ პოლიტიკური ბრძოლის. სწორედ ამიტომ, ჩვენი გზავნილი იყო და არის ის, რომ პოლიტიკურ ბრძოლას არ აქვს ალტერნატივა, განურჩევლად იმისა, თუ რომელი ფრონტის გამოყენებით და რა ინსტრუმენტების გამოყენებით იქნება ეს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვხედავთ და ვრწმუნდებით, რომ ივანიშვილს და ლეგიტიმაციის გარეშე დარჩენილ მის რეჟიმს, მართლაც ჭირის დღესავით ეშინია ნებისმიერი ტიპის პოლიტიკური კონფრონტაციისა და პოლიტიკური ბრძოლის. მას არ გააჩნია ლეგიტიმაცია, არ გააჩნია შინაგანი პოლიტიკური ენერგია, არ გააჩნია საერთაშორისო ლეგიტიმაცია. ძალიან კარგად იცის, რომ პირველივე კონსოლიდირებული ბრძოლა მას, რეალურად, ჩამოშლის“, - განაცხადა გეგელიამ.

ამასთან, გეგელია გამოეხმაურა ანტიკორუფციული სააგენტოს დღევანდელ განცხადებას. მისი თქმით, აღნიშნული ადასტურებს, რომ გერმანიის ელჩზე, პეტერ ფიშერზე ხუთდღიანი თავდასხმა ემსახურება საქართველოს ევროპულ კურსზე და პროდასავლურ ოპოზიციაზე, კონკრეტულად კი კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველოზე“ ანგარიშსწორებას.

„ამ მიზნით, „ქართული ოცნება" უკვე აღარ ერიდება ევროპელი დიპლომატის, ევროკავშირის მოწინავე წევრი სახელმწიფოს ელჩის დისკრედიტირებას და შესაბამისად გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაზე ღია თავდასხმას!

არაღიარებული პრემიერის განცხადება, რომ გერმანიის ელჩი ნოტარიალური შეთანხმების გარეშე ახორციელებდა ეკონომიკურ თანამშრომლობას ვინმესთან, იყო აბსურდული და კომიკური! არამარტო იმიტომ, რომ წარმოუდგენელია გერმანიის სახელმწიფო რომელიმე წესის დაცვის გარეშე შედიოდეს მსგავსი ტიპის ურთიერთობაში, თუმცა იმიტომაც, რომ მან ზუსტად იცოდა ამ ნორმატიული აქტის შესახებ, იცოდა დოკუმენტის ოფიციალური რეგისტრაციის ნომერი და ყველა სხვა ფორმალობა.

დღეს ეს აქტი უკვე რეესტრშიც დარეგისტრირებულია, საჯაროა და ხელმისაწვდომია!კიდევ ერთხელ ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ გერმანიაზე, როგორც უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პარტნიორზე თავდასხმა - პირდაპირ ნიშნავს საქართველოს ევროპულ კურსზე თავდასხმას! დღეს სწორედ ეს არის არაღიარებული რუსული რეჟიმის უმთავრესი მიზანი და ბოლო ხუთი დღის განმავლობაში დადგმული საცირკო წარმოდგენა ემსახურება სწორედ ამას - ქვეყნის გარეთ გერმანიაზე, ხოლო ქვეყნის შიგნით „ძლიერ საქართველოზე“ ანგარიშსწორებას!“ - აცხადებს გეგელია.

ამასთან, ლელო საჯარო რეესტრიდან ამონაწერს ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა