აღსრულების ეროვნული ბიურო - „ლელომ“ დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმა გადაიხადა, „ლელოს“ ანგარიშებზე შეზღუდვები გაუქმდა
გიორგი ახობაძის მიმართ გამამართლებელ განაჩენს პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს
ლევან ხაბეიშვილი - მოსამართლემ დაადასტურა, რომ ახობაძე მართალია და ის ნარკოტიკი ვინ ჩაუდო
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო - რუსეთ-საქართველოს საზღვარზე უკრაინის 96 მოქალაქე იმყოფება
გიორგი ახობაძე - რვა თუ ცხრა თვე ჩუმად მომისაჯეს - წინასწარი პატიმრობით ჩამსვეს ციხეში
ადვოკატი - დადასტურდა რაც უალტერნატივო იყო, გიორგი ახობაძე არის მართალი, ის არ ინახავდა ნარკოტიკს
გიორგი ახობაძე - პირველი ემოცია, რაც მაქვს, არის მადლობა ყველას მიმართ
გიორგი ახობაძე სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა

ირაკლი კუპრაძე - „ქართული ოცნებას“ ეშინია საკუთარი სისუსტის, სადაც ჩვენ შეგვიძლია ისინი დავამარცხოთ

06.08.2025 ნახვები: 198

უკვე 5 დღის განმავლობაში, არალეგიტიმური ხელისუფლება „ქართული ოცნება“, არალეგიტიმური პრემიერი კობახიძე, ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილი, სხვები და სხვები ახორციელებენ სასაცილო, იუმორისტულ შეტევას კოალიცია „ძლიერ საქართველოზე“, ჩვენთვის სრულიად არასერიოზული იქნებოდა მათი ეს პროპაგანდისტული ნარატივი, რომ არა ის რეალური ხელშეშლა ჩვენს საქმიანობაში, რომელსაც ისინი აწარმოებენ, - ამის   შესახებ „ლელო- საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრძმ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, 5 დღის განმავლობაში ანტიკორუფციული სააგენტო თავდასხმას ახორციელებს კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ და მისი დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ამ გაუგებრობაში, სისულელეში და იუმორისტული ჟანრის კლოუნადაში ე.წ. პრემიერმა კობახიძემ, მათ შორის გახვია გერმანიის ელჩი - გერმანიის ელჩი, რომელსაც წლების განმავლობაში უკვე აქტიურად ებრძვის „ქართული ოცნება“. 2025 წლის 1-ელ ივლისს გააკეთეს განცხადება, რომ გერმანიის ელჩი უნდა გააძევონ ქვეყნიდან. ეს გამოგონილი სიგიჟე, სიშლეგე, რომელიც შეესაბამება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ პროპაგანდას და გაუგებარ სტრატეგიებს, წარმოადგენს სწორედ ამ ორ მიზანს-თავდასხმას გერმანიის ელჩზე და თავდასხმას იმ პროდასავლურ კოალიციაზე, რომელიც იბრძვის დღეს აქტიურად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, ეს არის კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველო“, - განაცხადა კუპრაძემ.

მისი თქმით, ამის პარალელურად, ანტიკორუფციულ სააგენტოსთან ერთად, ჩვენ უკვე თავს გვეხსმის საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, აღსრულების ეროვნული ბიურო.

„ჩვენ მოგვივიდა დღეს წერილი, სადაც გვატყობინებს აღსრულების ეროვნული ბიურო, რომ კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ოფიციალური საბანკო ანგარიში არის დაყადაღებული. ეს არის კიდევ ერთი უბადრუკი მცდელობა, რომ ხელი შეუშალონ ჩვენს ბრძოლას და წინააღმდეგობას საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, რომ პასუხი გავცდეთ ივანიშვილის ძალადობრივ, რუსულ რეჟიმს. მიუხედავად იმისა, დააყადაღებენ თუ არა პარტიის და კოალიციის ანგარიშს, მიუხედავად იმისა, პროპაგანდას აწარმოებენ თუ არა ჩვენი კოალიციის ლიდერის, მამუკა ხაზარაძის და მისი ოჯახის წინააღმდეგ, ჩვენ ეს სასაცილოდაც არ გვყოფნის, იმიტომ, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ სიშლეგის გამოვლინება. მათ ეშინიათ საკუთარი სისუსტის, სადაც ჩვენ შეგვიძლია ისინი დავამარცხოთ, მოვუგოთ ამ ბრძოლაში და გამოიგონეს ასეთი სასაცილო მექანიზმები“, - განაცხადა კუპრაძემ.

მისივე განცხადებით, „ოცნებას“ მათ ეშინიათ საკუთარი სისუსტის, სადაც ჩვენ შეგვიძლია ისინი დავამარცხოთ, მოვუგოთ ამ ბრძოლაში და გამოიგონეს ასეთი სასაცილო მექანიზმები, ეს არის პარტიის ანგარიშების გაყინვა და დაყადაღება.

„ეს არის ახალი პროპაგანდისტული ხაზის მოძიება. ჩვენ გვაქვს შეხება, როგორც ყოფილ ბიზნესმენთან მამუკა ხაზარაძესთან, რომელიც წლების გამავლობაში ასეულობით მილიონ ლარს იხდის საქართველოს ბიუჯეტში, ასეულობით მილიონი ლარით თანამონაწილეობს საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებაში. სხვა ყველა ის სიშლეგე, რომელიც მომდინარეობს ირაკლი კობახიძის თუ „ქართული ოცნების“ პროპაგანდის მხრიდან, ჩვენთვის არის სასაცილო და იუმორისტული, თუმცა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ვიმყოფებით ბრძოლაში და წინააღმდეგობაში, სადაც „ქართული ოცნება“ ხელ-ფეხის შეკვრას ცდილობს, მათ შორის ანგარიშების დაყადაღებით და მათ შორის იმ პროპაგანდით, რომელიც საზოგადოებამ არ უნდა დაიჯეროს. სიმართლე არის ერთი-ჩვენ ვებრძვით რუსულ რეჟიმს და ამ ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ“, - განაცხადა კუპრაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა