„როგორი ცხადია სხვაობა ვინ აპატიმრებს და ვის იჭერენ!?“ - ირაკლი კუპრაძე
ნინო დათაშვილი - ამ ექსპერტიზით ვერ დამაშინებთ!
დროებით ოკუპირებულ ყირიმში დრონების გამოყენებით სამხედრო აეროდრომზე იერიში მიიტანეს
მამუკა ხაზარაძე - ბევრჯერ მოგმართეთ თქვენც და ბიძინასაც, რომ გამოაქვეყნოს საკუთარი შენატანები ბიუჯეტში და ამავდროულად ჩემიც
„თავისუფლება მზია ამაღლობელს“, „დამხობა რეჟიმს“, - ამ შეძახილებით ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან შეკრებილები ბათუმის ქუჩებში საპროტესტო მსვლელობას მართავენ
„მზიური მარტო კაფე არ არის“- თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებული
კიდევ ერთი ნაბიჯი ბიზნესის ყოველდღიურობის გასამარტივებლად- თიბისიმ ბაზარზე სრულიად ახალი ტიპის პოს ტერმინალი დანერგა
მზია ამაღლობელი - საპროცესო შეთანხმების შეთავაზება ძალიან შეურაცხმყოფელი და ცოცხლად დამარხვის ტოლფასია

დროებით ოკუპირებულ ყირიმში დრონების გამოყენებით სამხედრო აეროდრომზე იერიში მიიტანეს

04.08.2025 ნახვები: 206

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, დროებით ოკუპირებულ ყირიმში დრონების გამოყენებით სამხედრო აეროდრომს დაარტყეს.

„აეროდრომზე დარტყმის შედეგად, სამი „სუ-24“-ის ტიპის თვითმფრინავი დაიბომბა. „სუ-30სმ“-ის ტიპის თვითმფრინავი სრულად განადგურდა, ხოლო კიდევ ერთი დაზიანდა“, - ნათქვამია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

უწყების ცნობით, „საკის“ აეროდრომის ტერიტორიაზე მდებარე საავიაციო იარაღის საწყობიც დაბომბეს.

„მტერმა მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა. მხოლოდ ერთი „სუ-30სმ“-ის ტიპის თვითმფრინავის საშუალო ღირებულება 35-დან 50 მილიონ დოლარამდეა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა