„როგორი ცხადია სხვაობა ვინ აპატიმრებს და ვის იჭერენ!?“ - ირაკლი კუპრაძე
ნინო დათაშვილი - ამ ექსპერტიზით ვერ დამაშინებთ!
დროებით ოკუპირებულ ყირიმში დრონების გამოყენებით სამხედრო აეროდრომზე იერიში მიიტანეს
მამუკა ხაზარაძე - ბევრჯერ მოგმართეთ თქვენც და ბიძინასაც, რომ გამოაქვეყნოს საკუთარი შენატანები ბიუჯეტში და ამავდროულად ჩემიც
„თავისუფლება მზია ამაღლობელს“, „დამხობა რეჟიმს“, - ამ შეძახილებით ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან შეკრებილები ბათუმის ქუჩებში საპროტესტო მსვლელობას მართავენ
„მზიური მარტო კაფე არ არის“- თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებული
კიდევ ერთი ნაბიჯი ბიზნესის ყოველდღიურობის გასამარტივებლად- თიბისიმ ბაზარზე სრულიად ახალი ტიპის პოს ტერმინალი დანერგა
მზია ამაღლობელი - საპროცესო შეთანხმების შეთავაზება ძალიან შეურაცხმყოფელი და ცოცხლად დამარხვის ტოლფასია

მზია ამაღლობელი - საპროცესო შეთანხმების შეთავაზება ძალიან შეურაცხმყოფელი და ცოცხლად დამარხვის ტოლფასია

04.08.2025 ნახვები: 236

საპროცესო შეთანხმების შეთავაზება ძალიან შეურაცხმყოფელია და ცოცხლად დამარხვის ტოლფასია, - ამის შესახებ გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა მზია ამაღლობელმა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განაცხადა.

ამაღლობელმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნა პოლიციელზე თავდასხმა არ ყოფილა.

“პირველი, რაზეც უნდა ვისაუბრო, პროკურატურის მიერ შემოთავაზებული საპროცესო შეთანხმებაა. სადაც მე ვარ გამოკეტილი, იქ საპროცესო გარიგება მართლაც ღვთის წყალობა, თუმცა ადვოკატებმა ჩემი პოზიცია ვერ გაახმოვანეს - ვერ მოვაწერ ხელს ამ საპროცესო შეთანხმებას, შემოთავაზება ძალიან შეურაცხმყოფელი და ცოცხლად დამარხვის ტოლფასია. რაც მოხდა, არ იყო თავდასხმა. სილის გაწვნის თავდასხმად წარმოჩენა ბოროტებაა, რა სამართალია არ ვიცი. შვიდი თვეა ამაზე ვფიქრობ. ჩემი დაპატიმრების პირველივე დღიდან, პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, განსხვავებით ე.წ. დაზარალებული დგებუაძისგან... მგონია, კანონში არსებობს ჩემ ქმედებაზე - სილის გაწვნაზე ადეკვატური მუხლი.

ათამდე გამომძიებელმა ისე შეკრა და მოიტანა საქმე სასამართლოში, კითხვა არ დაუსვამთ და ჩემი აზრით, არ დაინტერესებულან. გამომძიებლებს პროფესიული კითხვები რომ დაესვათ და მიკერძოებული გამოძიება არ ჩაეტარებინათ, ეს საქმე თავდასხმის კვალიფიკაციით სასამართლოში არ შემოვიდოდა.[ირაკლი დგებუაძე] შემპირდა ბრალდებას 4-დან 7 წლამდე და პროკურატურაც მის სამსახურში ჩადგა. ახლა სასამართლოს დრო დადგა, სასამართლომ უნდა იმსჯელოს ჩემ საქმეზე თუ რა სასჯელი მემუქრება”,- განაცხადა მზია ამაღლობელმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა