მამუკა ხაზარაძე - ბევრჯერ მოგმართეთ თქვენც და ბიძინასაც, რომ გამოაქვეყნოს საკუთარი შენატანები ბიუჯეტში და ამავდროულად ჩემიც
04.08.2025
ნახვები: 232
ლელოს ლიდერი მამუკა სახარაძე, ბოლო დღეების განმავლობაში "ოცნების" მიერ გერმანიის ელჩის მიერ მისი უძრავი ქონების ქორავნობასთან დაკავშირებით წარმოებულ კომპანიაზე, განცხადებას ავრცელებს.
ხაზარაძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
ბოლო 3 დღეა ბიძინა ივანიშვილის მონა თუთიყუშებმა, ე.წ. დეპუტატებმა, ვოლსკიმ, შარმანაშვილმა, შაქარაშვილმა და მათმა პროპაგანდისტულმა მედიამ, აღვირახსნილი კამპანია დაიწყეს ჩემი ოჯახის მიმართ.
სამწუხაროდ, მხოლოდ დღეს მეძლევა საშუალება პასუხი გავცე ამ უსინდისო პროპაგანდას.
საკითხი ეხება გერმანიის ელჩისა და ჩემი მეუღლის სახელზე არსებული უძრავი ქონების ქირავნობის ხელშეკრულებას, რომელიც გაფორმებულია და რეგისტრირებულია კანონის ყველა წესის დაცვით. თუმცა, ჩვენ მიერვე წინა კვირას აღმოჩენილ იქნა ბიუჯეტში გადასახადის საკითხი, რაც წყაროსთან დაბეგვრ - არდაბეგვრის გაუგებრობამ გამოიწვია. ჩვენივე მიმართვის საფუძველზე საგადასახადო სამსახურში მოხდა შესაბამისი რეგისტრაცია და ბიუჯეტი სრულად იქნა გასტუმრებული, რითაც საკითხი სრულად ამოიწურა.
აქვე, მინდა გავახსენო ამ ცრუპენტელებს, რომ ჩემი და ჩემ მიერ შექმნილი კომპანიები ყოველწლიურად ასეულ მილიონ ლარს იხდიან ბიუჯეტში!
ბევრჯერ მოგმართეთ თქვენც და ბიძინასაც, რომ გამოაქვეყნოს საკუთარი შენატანები ბიუჯეტში და ამავდროულად ჩემიც.
ასევე, არ დაგავიწყდეთ მოიკითხოთ ის 400 მილიონი ლარი, რომელიც სულ ახლახანს, იანვარში, ამოუღო ქართველ ხალხს და ბიუჯეტს ჯიბიდან იმ "ოფშორების" კანონით, რომელიც სპეციალურად მისთვის დაწერეთ.
თუმცა, რუსი, კორუმპირებული „ქართული ოცნების“ ე.წ. დეპუტატებისგან გასაკვირი არაფერია.
ამ და ბევრ სხვა დანაშაულზეც, ქართველი ხალხი სათანადო პასუხს გაგცემთ!