ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

რომან გოცირიძე - ამ ხელისუფლებამ ისეთი დანაშაული ჩაიდინა, დასავლეთთან ურთიერთობას ვერაფრით შემოატრიალებს

10.07.2024 ნახვები: 570

ამ ხელისუფლებამ ისეთი დანაშაული ჩაიდინა, რომ ის დასავლეთთან ურთიერთობას ვერაფრით შემოატრიალებს - „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენის პირობებში ქვეყანა განწირულია მრავალწლიანი სიმარტოვისა და იზოლაციისათვის, - ეს განცხადება მედიასთან პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ გააკეთა.

გოცირიძის შეფასებით, პროცესი, რომელიც დაიწყო და რაც უკვე სამხედრო დახმარებების შეჩერებაში გადავიდა, უკიდურესად საგანგაშოა და იმას ნიშნავს, რომ გაგრძელდება და სხვა ბევრი დახმარება შეჩერდება. მისივე თქმით, ასევე გაგრძელდება პერსონალური სანქციები, ხოლო არჩევნების გაყალბების შემთხვევაში „ივანიშვილი და მისი გარემოცვა ისეთ კატასტროფულ ვითარებაში ჩავარდება, რომ სანქციები სანატრელი გაუხდებათ“.

„დღე არ გავა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მძაფრი კრიტიკა არ გავიგოთ იმის თაობაზე, რომ საქართველო ევროპასა და ევროატლანტიკურ სივრცეში გაერთიანების კურსს ასცდა. ეს არის ქვეყნის კონსტიტუციისა და ჩვენი მოქალაქეების დასახული გეგმის პირდაპირი ღალატი. თუ პროცესი გაგრძელდა, საქართველოს მთავრობა სრულ საერთაშორისო იზოლაციაში მოექცევა. ეს კი იქნება უმძიმესი შედეგი როგორც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური კუთხით, ასევე პოლიტიკური და უსაფრთხოების მიმართულებით.

საქართველოს მთავრობამ დანაშაული ჩაიდინა. ეს მხოლოდ აგენტების კანონს არ ეხება - აგენტების კანონი ბოლო წვეთი და ბოლო გამოვლინება იყო. ბოლო ორი წლის განმავლობაში იყო პირდაპირი შტურმი პარტნიორების მიმართ - მათი გლობალური ომის პარტიად გამოცხადება, მეორე ფრონტის გახსნაში მათი მონაწილეობა, აბსურდული განცხადებები იმის თაობაზე, რომ თურმე ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ორჯერ რევოლუციის მოწყობა და ხელისუფლების რევოლუციით ჩამოგდება სურდათ. ამ ქმედებებმა, ასევე ანტიუკრაინულმა და პრორუსულმა ქმედებებმა სავალალო შედეგამდე მიგვიყვანა.

ამ ყოველივეს გამოსწორების ერთადერთი შანსი არის ის, რომ ეს მავნებლური მმართველობა ოთხ თვეში უნდა დასრულდეს.

როცა ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკა დემოკრატიულობის ელემენტარულ სტანდარტებს არ შეესაბამება, მოქმედი ხელისუფლება დასავლეთის მეგობარი ვერ იქნება“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა