უკრაინული დრონების შეტევის შედეგად რუსეთის პრიმორსკის პორტში ნავთობსადენი დაზიანდა, ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში კი ნავთობის ობიექტებზე ხანძარი გაჩნდა
ოპოზიციის ალიანსი - აფგან სადიგოვის ქვეყნიდან გაძევებით, ივანიშვილის რეჟიმმა დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება
ვოლოდიმირ ზელენსკი - უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს ჩვენ პრიორიტეტი არ ვართ
დონალდ ტრამპი: ეკიპაჟის წევრი, რომელსაც ვეძებდით, ვიპოვეთ და უსაფრთხოდაა
შსს: აფგან სადიგოვი გაძევებულ იქნა ქვეყნიდან, დაუწესდა აქ შემოსვლის 3-წლიანი აკრძალვა
წმინდა სინოდის 3 აპრილის სხდომის ოქმი
მეუფე ზენონი - შეიქმნა საარჩევნო კომისია, რაც შეეხება განათლების და ასაკის საკითხს, ამის შესახებ გადაწყვეტილება იქნება მომავალ სხდომაზე
სინოდის შემდეგი სხდომა 24 აპრილს გაიმართება

პარტია „საქართველოსთვის“ - რუსეთის დაზვერვის განცხადება ოქტომბრის არჩევნებში ჩარევის და არჩევნების გაყალბებაში „ოცნების“ დახმარების პირდაპირი მცდელობაა, რასაც გაგრძელება აუცილებლად ექნება

10.07.2024 ნახვები: 499

რუსეთის დაზვერვის განცხადება ოქტომბრის არჩევნებში ჩარევის და არჩევნების გაყალბებაში „ოცნების“ დახმარების პირდაპირი მცდელობაა, რასაც აუცილებლად ექნება გაგრძელება, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ განცხადებაშია ნათქვამი.

ამასთან, როგორც პარტიაში განმარტავენ, ახლა ყველა აქტორის ყურადღება არჩევნების დაცვაზე უნდა იყოს გადატანილი - ოქტომბრის არჩევნები არ იქნება ჩვეულებრივი არჩევნები - ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელსაც აბსოლუტური ძალაუფლების მქონე ხელისუფლება რუსეთის დახმარებით ჩაატარებს.

„განცხადების თანხვედრა „ოცნების“ ბოლოდროინდელ განცხადებებთან, ნათლად ადასტურებს, რომ ხელისუფლებას არჩევნების გაყალბების კომპლექსური პროცესი მოსკოვთან აქვს კოორდინირებული.

გაყალბების და ამომრჩეველზე ზეგავლენის მთავარ ინსტრუმენტს რუსული სტილის პროპაგანდა წარმოადგენს, რომლის თანახმად, დასავლეთი არჩევნებში ჩარევას და რევოლუციას გეგმავს. აღნიშნულ სიყალბეს, რომელიც სინამდვილეში არჩევნებში რუსეთის ჩარევის გადასაფარად არის გამოგონილი, აქტიურად ავრცელებენ სამთავრობო პროპაგანდისტული არხები, ე.წ. ექსპერტები, ტროლ-ბოტები და „ოცნების“ უმაღლესი თანამდებობის პირები - ისინი დასავლეთს რევოლუციის მცდელობაში და ქვეყნის სუვერენიტეტის მტრობაში ადანაშაულებენ, ხოლო რუსეთს სუვერენიტეტის გარანტად მოიხსენიებენ და ეს მაშინ, როცა დასავლეთი უკვე 30 წელია ჩვენს სუვერენიტეტს იცავს რუსეთისგან, რომელსაც ჩვენი ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული.

არჩევნებში რუსეთის ჩარევის კონტექსტში არ უნდა დაგვავიწყდეს, რუსეთის აგენტობისთვის სანქცირებული და ამჟამად რუსეთში მყოფი, კრემლთან დაახლოებული, ყოფილი გენერალური პროკურორის გავლენები რიგ ძალოვან უწყებებზე, რომლებსაც კრიტიკული როლი აქვთ არჩევნების გაყალბებაში. ამ მხრივ, საყურადღებოა სუსი-ს როლი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა რუსეთის აგენტის ქვეყნიდან გასაყვანად.

ამ პირობებში, მიგვაჩნია, რომ ახლა ყველა აქტორის ყურადღება არჩევნების დაცვაზე უნდა იყოს გადატანილი - ოქტომბრის არჩევნები არ იქნება ჩვეულებრივი არჩევნები - ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელსაც აბსოლუტური ძალაუფლების მქონე ხელისუფლება რუსეთის დახმარებით ჩაატარებს.

ამ არჩევნებზე გადაწყდება არამხოლოდ ევროპული მომავლის დაცვის, არამედ სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საკითხი”,-ნათქვამია განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-მა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრეს-ბიუროზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, სადაც აღნიშნავენ, რომ ამერიკელმა „კურატორებმა“ საქართველოში ოპოზიციურ ძალებს უკვე მისცეს ბრძანება, რომ არჩევნებთან დაკავშირებული საპროტესტო აქციების დაგეგმვა დაიწყონ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა