მეუფე გიორგი ჯამდელიანი ლაშა ნაცვლიშვილს: საჯაროდ მოიხადეთ ბოდიში და მეუფე იობის წინაშე შენდობა ითხოვეთ
ელენე ხოშტარია: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საქართველოს მოქალაქეების ომში ჩასართავად რეკლამებს ავრცელებს, ხელისუფლება კი დუმს
ხვიჩა კვარაცხელია მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილზე თავდასხმაზე: ლაჩრულად, ზურგიდან მიპარვით შეეცადნენ თქვენს დაჩაგვრას — ქართველებთან ეს არასდროს გამოუვათ
პროკურორი დავით ფეიქრიშვილის განცხადებაზე: ტელეფონები დალუქული იყო, პროკურორს მათთან შეხება არ ჰქონია
საერთო ისტორია და კულტურული კავშირები: ექსპერტებმა ქართულ-რუსული ურთიერთობები განიხილეს
ევა გოცირიძე „ქართულ ოცნებას“: თუ ოპოზიციური პარტიები ისედაც მილევად რეჟიმში არიან, რაში გვჭირდება მათი აკრძალვა?
ანა წითლიძე: „ქართული ოცნება“ ბევრი მიზეზის გამო ასაკრძალი მგონია, მაგრამ ამის შესაძლებლობა რომ მქონდეს, არასდროს ავკრძალავდი
დავით ფეიქრიშვილი: ჩემი წამების მიზანი ტელეფონის პაროლის მიღება იყო – ამაში ციხისა და პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელებიც მონაწილეობდნენ

ლექციიდან გაგდებული სტუდენტი - რა მოხდა ირაკლი კობახიძის ლექციაზე?! - სტუდენტს პროტესტი არ აპატიეს და აუდიტორია დაატოვებინეს

ნახვები: 981 ლექციიდან გაგდებული სტუდენტი - რა მოხდა ირაკლი კობახიძის ლექციაზე?! - სტუდენტს პროტესტი არ აპატიეს და აუდიტორია დაატოვებინეს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, სალომე ასათიანი, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ლექციის ჩაშლის მცდელობაზე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სალომე ასათიანი აღნიშნავს, ლექციაზე იყვნენ ადამიანები, რომლებიც ვერავინ იცნო, თუმცა ყველა ხვდებოდა, რომ პროვოკციისთვის იყვნენ მისულები.

„დილიდან ირაკლი კობახიძის ლექციას ვესწრებოდი. რამდენიმე ადამიანი იყო შემოსული, რომლებიც ვერავინ იცნო, თუმცა ყველა ხვდებოდა, რომ პროვოკაციისთვის იყვნენ ლექციაზე შემოსულები. შუა ლექციის დროს ერთ-ერთი წამოხტა და შეურაცხყოფები დაიწყო, ლექციის ჩაშლა სცადა. რა თქმა უნდა, მივაბრძანეთ აუდიტორიიდან. ლექციაც მშვიდად გაგრძელდა.

ადგილზე პროვოკატორ აქტივისტებთან ერთად „მთავარი არხის“ გადამღები ჯგუფიც იმყოფებოდა. სულ შემთხვევით როგორც ჩანს და ყველაზე საინტერესო – როგორც სხვა სტუდენტებმა გვითხრეს, უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიიდან, გიორგი მუმლაძე, „ნაცების“ კანდიდატი რომ იყო, შიგნით მყოფებს ტელეფონით აძლევდა დავალებებს.

რას უხდიან, ან რას პირდებიან ასეთი მდაბიო დავალებების შესრულებაში, რა საცოდავად გამოიყურებოდნენ უნდა გენახათ“, – წერს სალომე ასათიანი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა