ზურაბ ზვიადაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
ალეკო ელისაშვილი და ხარაგაულის მერობის კანდიდატი, ინგა მაღრაძე სოფლებში - ხემაღალსა და ღვერკში იმყოფებოდნენ
ვოლოდიმირ ზელენსკი- უკრაინული არმია დონეცკის მიმართულებაზე წარმატებულ კონტრშეტევას აწარმოებს
ისარგებლე თიბისის ქეშბექ შეთავაზებებით ნებისმიერ საერთაშორისო ონლაინ ვებგვერდზე
თაზო დათუნაშვილი: ირაკლი კუპრაძეს ექნება პირისპირ შეხვედრა ბრიუსელის მერთან და საუბარი შეეხება ქალაქებს შორის მომავალ თანამშრომლობას
სალომე ზურაბიშვილი - საქართველოში ცვლილებების ორი სცენარი არსებობს: არჩევნები და საპროტესტო აქციები
პროკურატურამ ზურაბ ზვიადაურს ბრალდება წარუდგინა
სალომე სამადაშვილი - სულ უფრო იზრდება იმ ევროპული ქვეყნების რიცხვი, რომელთაც რეჟიმის სანქცირება გადაწყვიტეს

მამუკა მდინარაძე - ფრაზების „სააკაშვილი მოწამლეს“, „ძალიან ცუდად არის“, უკან იდგა დასკვნა, რომელშიც ასობით ათასი დოლარი იყო გადახდილი

08.02.2023 ნახვები: 416

გაუსკდათ ამბავი, რომ ფრაზების „სააკაშვილი მოწამლეს“, „ძალიან ცუდად არის“, უკან იდგა დასკვნა, რომელშიც ასობით ათასი დოლარი იყო გადახდილი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, უკვე დადასტურებულად შეიძლება თქმა, რომ მიხეილ საკაშვილთან დაკავშირებით მსოფლიო პრესაში გამოქვეყნებული სტატიები შეკვეთილი იყო.

„როგორც აღმოჩნდა, რამდენიმე მილიონი დაიხარჯა, პირადად ჩემთვის სხვა დასკვნის გამოტანის საშუალება არ არსებობს. ექვსი თვე გავიდა ხელშეკრულების გაფორმებიდან და მათ ოფიციალურად მოუწიათ გამოქვეყნება. ამერიკული კანონმდებლობით, ლობისტურ ორგანიზაციას, თუ ლობისტურ საქმიანობას ვინც ახორციელებს, ინფორმაციის გამოქვეყნება უწევს. როგორც ჩანს, მათ ეგონათ, რომ აქამდე მიზანს მიაღწევდნენ, სააკაშვილსაც გამოუშვებდნდენ, ქვეყანასაც არევდნენ და შემდეგ აღარავის გაახსენდებოდა ამერიკის იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე სავალდებულო წესით ატვირთული ხელშეკრულება, მაგრამ რადგან ეს ვერ მოახერხეს, ახლა უკვე სკანდალი მოხდა და ძალიან ცუდი რამ დაემართათ.

გაუსკდათ ამბავი, რომ თითოეული ფრაზის უკან, მოწამლეს – ამის უკან იდგა დასკვნა, რომელშიც ასობით ათასი დოლარი იყო გადახდილი. ვიღაც სხვა დიაგნოზზე მიუთითებდა, რომ ძალიან ცუდად არის. ამის უკანაც იდგა ასეულობით ათასი დოლარი და ა.შ. როდესაც მათ ოფიციალურად მილიონ დოლარზე გაფორმებული ხელშეკრულების გამოქვეყნება მოუწიათ, წარმოიდგინეთ, რამდენია იმის იქით შეკვეთილ სტატიებში დახარჯული, რაც ბევრი ქართული ნიუსის საფუძველი გახდა.

ამ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, მსოფლიო პრესაში ერთდროულად რამდენიმე ათეულ, საკმაოდ ავტორიტეტულ გამოცემებში გაჩნდა ერთი და იგივე სათაურებით და ანალოგიური ტექსტებით უამრავი სტატია. უკვე დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თითოეული მათგანი შეკვეთილი იყო. კონკრეტული ფული იყო გადახდილი, თან გადახდილი იყო არა ათასი, ორიათასი და სამი ათასი დოლარი, არამედ უკვე დადასტურებულად საუბარია ასეულობით ათას და მილიონობით დოლარზე“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, მიხეილ სააკაშვილის ოჯახმა ამერიკულ ლობისტურ კომპანია „აკერმანს“ 917 177 დოლარი გადაუხადა. ამასთან, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, კომპანია „აკერმანმა“ მიხეილ სააკაშვილის საქმეში სამედიცინო და სხვა სახის მომსახურებისთვის 350 000 დოლარზე მეტი გადაიხადა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა