სი ძინპინმა, ტრამპმა და პუტინმა, ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს – „ბირთვულ ომში გამარჯვებული ვერავინ იქნება“
ნიკა გვარამია: მხარს ვუჭერ „იმედისა“ და „პოსტივის“ სანქცირებას – ივანიშვილის დასანქცირება მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს თუ უნდა დედამიწამ
დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის მეგობრად მოხსენიებას გამოეხმაურა: „ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან“
ფონიჭალაში აფეთქების შედეგად ნანგრევებში 7 ადამიანი, მათ შორის 3 მცირეწლოვანი რჩება – შს მინისტრის ინფორმაციით, შენობის ნგრევის საფრთხე არსებობს
ფონიჭალაში აფეთქების შედეგად საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა – ადგილობრივების ინფორმაციით, ნანგრევებში ბავშვებიც არიან მოყოლილი
Train services on Crimean Bridge suspended after overnight drone attack – media
Zelensky announces measures to help unblock agricultural exports
Russia’s war casualty toll up by 1,970 over past day

საბა ბუაძე - თბილისს აქვს უღიმღამო ბიუჯეტი, რომელშიც კახა კალაძის მრავალწლიანი დაპირებებიც კი სათანადოდ ასახული არ არის

ნახვები: 594 საბა ბუაძე - თბილისს აქვს უღიმღამო ბიუჯეტი, რომელშიც კახა კალაძის მრავალწლიანი დაპირებებიც კი სათანადოდ ასახული არ არის

საკრებულოს წევრის, ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა თბილისისთვის“ თავმჯდომარის, საბა ბუაძის განცხადებით, თბილისს აქვს უღიმღამო ბიუჯეტი, რომელშიც თბილისის მერის, კახა კალაძის მრავალწლიანი დაპირებებიც კი სათანადოდ ასახული არ არის.

მისი თქმით, ბიუჯეტი ვერ პასუხობს უმძიმეს სოციალურ მდგომარეობას, რომელიც ინფლაციის ფონზეა დედაქალაქში.

„სამწუხაროდ, ბიუჯეტის მოქმედი რედაქცია არ ითვალისწინებს არცერთ ამბიციურ პროექტს, რომელიც დედაქალაქს სჭირდება. არ ითვალისწინებს თანხებს ყველაზე საკვანძო მიმართულებით, როგორიცაა ტრანსპორტი. თბილისელების აბსოლუტური უმრავლესობა ახალი ავტობუსების შესყიდვას ელოდება. ვხედავთ, რომ ბიუჯეტში ეს თანხები გათვალისწინებული არ არის და მთლიანობაში, გვაქვს უღიმღამო ბიუჯეტი, რომელშიც კალაძის მრავალწლიანი დაპირებებიც კი სათანადოდ არ არის ასახული.

არსებობს მთელი რიგი მიმართულებები, სადაც არ გვაქვს მნიშვნელოვანი და ამბიციური პროექტები. სამწუხაროდ, ეს ბიუჯეტი ადეკვატურად ვერ პასუხობს იმ უმძიმეს სოციალურ ფონს, რომელიც დედაქალაქში არის და ვერ პასუხობს იმ მზარდ ინფლაციას, რომლის შედეგადაც აბსოლუტურად ყველა საქონელსა და მომსახურებაზე კოლოსალურად იზრდება ფასები.

საჯარო სექტორში ხელფასების ზრდა კარგი და მისასალმებელია, თუმცა ამავე სექტორში გაბერილი შტატები კარგი და მოსაწონი ვერ იქნება. ჩვენ გვაქვს შეთავაზება, რომ მთელი რიგი მიმართულებებით შტატები ოპტიმიზირდეს. იმ ადამიანებისათვის, რომლებიც რეალურად მუშაობენ და რეალურად აკეთებენ თბილისის საქმეს და არა პარტიულ საქმეს, 10%-ზე მეტით გაიზარდოს ხელფასი. ინფლაცია ეხება ყველას, მათ შორის, საჯარო სექტორში მომუშავეებსაც“, - განაცხადა საბა ბუაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა