UK, French and German leaders to meet Zelensky on peace talks — Bloomberg
განათლების სამინისტრომ სკოლებში მობილური ტელეფონებისა და სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების ზოგადი წესი დაამტკიცა
რიკარდ იოზვიაკი - ევროკავშირი მომავალ კვირას საქართველოსთან დიალოგის გამართვას გეგმავს - განიხილება ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერება
War update: 273 clashes on front line over past day, Pokrovsk and Huliaipole sectors see fiercest fighting
EU preparing over €50M for Armenia, planning to buy goods blocked by Russia
დონალდ ტრამპი - ვფიქრობ, შესანიშნავი იქნება, თუ ზელენსკი და პუტინი შეხვდებიან
Russia’s battlefield losses in May exceeded 30,000 personnel – Zelensky
Zelensky writes letter to Putin, proposes personal meeting to end war

ირაკლი ზარქუა - რადიკალურმა ოპოზიციამ უკვე დაიწყო რაღაც ლავირებები, ზუსტად იციან, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი პირდაპირ ოლიგარქად გამოაცხადებს მათ დამფინანსებლებს

05.10.2022 ნახვები: 572

ჩვენ ვასრულებთ 12-პუნქტიან გეგმას, ხოლო რადიკალურმა ოპოზიციამ უკვე დაიწყო რაღაც ლავირებები, ზუსტად იციან, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი პირდაპირ ოლიგარქად გამოაცხადებს მათ შორის, მათ დამფინანსებლებს, ეს არის დავით კეზერაშვილი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ დეოლიგარქიზაციის კანონზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი ბიუროზე მომდევნო ოთხშაბათს დარეგისტრირდება.

„იცით, რომ 12-პუნქტიანი რეკომენდაციების ერთ-ერთი ნაწილია დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება. ჩვენ მომზადებული გვაქვს ეს კანონპროექტი. როგორც ვენეციის კომისიამ თქვა და ახსნა, რომ უკრაინული მოდელი შესაბამისობაშია ამ ინიციატივასთან და აქედან გამომდინარე, მზად ვართ, ეს მივიღოთ. დღეს დარეგისტრირდა, ოღონდ არა ბიუროზე, არამედ ინიციატივად, ბიუროზე მომდევნო ოთხშაბათს დარეგისტრირდება და შემდეგ უკვე გამოვა სესიაზე.

ჩვენ ვასრულებთ 12-პუნქტიან გეგმას, ხოლო რადიკალურმა ოპოზიციამ უკვე დაიწყო რაღაც ლავირებები, ზუსტად იციან, რომ ეს ის კანონპროექტია, რომელიც ჩამოართმევს და პირდაპირ ოლიგარქად გამოაცხადებს, მათ შორის, მათ დამფინანსებლებს, ეს არის ბატონი კეზერაშვილი. კეზერაშვილი ხომ იცით, ვინ არის, ფული რომ მოჰპარა თავდაცვის სამინისტროდან ჩვენს ჯარისკაცებს და ახლა რომ იქიდან აფინანსებს რადიკალურ ოპოზიციას და დემოკრატიის შუქურად რომ არის წარმოდგენილი მათი მხრიდან. მათაც შეეხება და სხვა მდიდარ დამფინანსებლებსაც, რომლებსაც პოლიტიკაშიც აქვთ ერთი ხელი, მეორე ხელით ტელევიზიას აფინანსებენ, კლასიკურად ჯდებიან ოლიგარქის განმარტებაში. ბატონი ივანიშვილი არასდროს ყოფილა ოლიგარქი, ის ყოველთვის იყო ქველმოქმედი, ის ყოველთვის იყო ჩვენი სახელმწიფოს მეგობარი და რამდენიმე წლის წინ მან თქვა, რომ მე საჯაროდ ემიჯნებოდა პოლიტიკას. მათ შორის ტელევიზიაც, რომელიც ჰქონდა და უფლება ჰქონდა, გადასცა სხვას, ასე რომ ნუ აურევთ ერთმანეთში“, – განაცხადა განაცხადა ზარქუამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა