აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გემებისთვის, ტვირთისა და მათთან დაკავშირებული ქონებისთვის მიყენებული ნებისმიერი ზარალი ირანის იმ ფულადი სახსრებიდან ანაზღაურდება, რომლებიც შეერთებული შტატების კონტროლის ქვეშ იმყოფება.
ტრამპის თქმით, შესაბამისი გადაწყვეტილება ძალაში რჩება შემდგომ შეტყობინებამდე.
„ეს განცხადება ძალაში დარჩეს შემდგომ შეტყობინებამდე. ამიერიდან, გემებისთვის, ტვირთისთვის ან მათთან დაკავშირებული ნებისმიერი ქონებისთვის მიყენებული ყველა ზარალი ანაზღაურდება იმ ირანული ფულით, რომელიც შეერთებული შტატების განკარგულებაშია და მის კონტროლს ექვემდებარება. ასეთი ზარალი შესაძლოა ძალიან დიდი იყოს, თუმცა ეს ყველაზე სამართლიანი გადაწყვეტილებაა“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.