Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს

ნახვები: 222 დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს

 

საქართველოში აკრედიტებული ხუთი დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებს თბილისის საქალაქო სასამართლომ უარი უთხრა ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო სხდომებზე დამკვირვებლის სტატუსით დასწრებაზე.

სასამართლოს შესაბამისი თხოვნით მიმართეს:

  • გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩომ;
  • საფრანგეთის საელჩომ;
  • დიდი ბრიტანეთის საელჩომ;
  • პოლონეთის საელჩომ;
  • ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში.

მიმართვაში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები აღნიშნავდნენ, რომ საქმის მიმართ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, მიზანშეწონილი იქნებოდა საელჩოების აკრედიტებულ წარმომადგენლებს სასამართლო სხდომებზე დამკვირვებლის სტატუსით დასწრების შესაძლებლობა მისცემოდათ.

მათივე შეფასებით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე დიპლომატიური წარმომადგენლების მიერ სასამართლო პროცესებზე დაკვირვება მრავალწლიანი და ფართოდ აღიარებული საერთაშორისო პრაქტიკაა, რომელიც ხელს უწყობს პროცესის გამჭვირვალობას და პარტნიორ ქვეყნებს საშუალებას აძლევს, უშუალოდ გაეცნონ სასამართლო განხილვის მიმდინარეობას.

ადვოკატების ინფორმაციით, მოსამართლე თამარ მახარობლიძემ აღნიშნული მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ამის შემდეგ დაცვის მხარემ სასამართლოს ანალოგიური შუამდგომლობით მიმართა, თუმცა მოსამართლემ ეს მოთხოვნაც უარყო.

შეგახსენებთ, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებულები არიან მიხეილ სააკაშვილი, გიორგი ვაშაძე, ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძე, ნიკა გვარამია, ნიკანორ მელია, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია. ადვოკატების ცნობით, სასამართლო სხდომები წესრიგის დაცვის მოტივით დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა