ენდი ბერნემი: ზელენსკის დავუდასტურებ, რომ დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა უცვლელი რჩება
პაატა ბურჭულაძე - 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორი ვარ მე, პაატა მანჯგალაძე ორგანიზების ნაწილში საერთოდ არ იყო
ენდი ბერნემი ოფიციალურად გახდა გაერთიანებული სამეფოს 59-ე პრემიერ-მინისტრი
მიხეილ სააკაშვილი - ივანიშვილის დიქტატურამ შექმნა ხელოვნური ინტელექტის ერთობლივი ჯგუფი ჩინეთთან, რაც ნიშნავს, რომ ამ უმნიშვნელოვანეს დარგში ჩვენი ტერიტორია ჩააბარა რუსეთის მთავარ მოკავშირეს
Up to 145 Russian troops amass in Kostiantynivka, Defense Forces conduct counter-sabotage operations – Syrskyi
War update: 235 combat engagements on front line over past day, with most enemy attacks on five sectors
Support for new sanctions against Russia declines in EU – Financial Times
გარემოს ეროვნული სააგენტო: უახლოეს დღეებში საქართველოში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი

რუბიო: აშშ ირანთან დიპლომატიისთვის კვლავ ღიაა, თუმცა თეირანის ქმედებები მოლაპარაკებებს ეწინააღმდეგება

20.07.2026 ნახვები: 223

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, ვაშინგტონი ირანთან საკითხის დიპლომატიური გზით გადაწყვეტისთვის კვლავ მზად არის. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, იუწყება CNN.

„შეერთებული შტატები ყოველთვის ღიაა საკითხის დიპლომატიური გზით გადაწყვეტისთვის. არაერთხელ ვცადეთ ირანთან მოლაპარაკებების გზით შეთანხმების მიღწევა და ამ ძალისხმევას მომავალშიც გავაგრძელებთ. თუ ეს კარი კვლავ გაიღება, მოხარული ვიქნებით“, – განაცხადა რუბიომ.

ამასთან, სახელმწიფო მდივანმა ირანი გააკრიტიკა ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმებისა და საზღვაო მიმოსვლის შეფერხების გამო.

„ურთიერთგაგების მემორანდუმი ძალაში ვერ იქნება, თუ ისინი მის პირობებს არღვევენ. ისინი კვლავ გვიგზავნიან სიგნალებს, რომ საუბარი და მოლაპარაკებების გაგრძელება სურთ, თუმცა ჩვენ მათ ქმედებებს ვპასუხობთ. მათი ქმედებები კი ის არის, რომ უშვებენ რაკეტებსა და დრონებს გემების მიმართულებით, მათ შორის – დღესაც“, – აღნიშნა რუბიომ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა