რუბიო: არცერთ ქვეყანას არ აქვს უფლება ჰორმუზის სრუტეში გადასახადი დააწესოს
სადისტრიბუციო მანქანებს ღამით BUS LANE-ით სარგებლობის უფლება ექნებათ
პარლამენტმა მწვანე ნარგავების დაზიანებისთვის ჯარიმები მნიშვნელოვნად შეამცირა
პარლამენტმა სიჩქარის გადაჭარბებისთვის ახალი ჯარიმები დაამტკიცა
ფოთის ახალი პორტის პროექტში აშშ დამატებით 25 მილიონ დოლარს აბანდებს
Oil depot on fire in Krasnodar region following drone attack
რუსეთში, კრასნოდარის მხარეში, დრონების შეტევის შემდეგ ნავთობბაზაზე ხანძარი გაჩნდა
War update: 232 combat engagements on front line over past day

რუსეთში, კრასნოდარის მხარეში, დრონების შეტევის შემდეგ ნავთობბაზაზე ხანძარი გაჩნდა

25.06.2026 ნახვები: 186

რუსეთის კრასნოდარის მხარეში, პოლტავსკაიას დასახლებაში მდებარე ნავთობბაზაზე ხანძარი გაჩნდა. რუსული და უკრაინული წყაროების ცნობით, ინციდენტი სავარაუდოდ უპილოტო საფრენი აპარატების შეტევას უკავშირდება.

კრასნოარმეისკის რაიონის ხელმძღვანელის, ალექსანდრ ხარიტონოვის განცხადებით, ხანძარი დრონის ჩამოვარდნილი ნამსხვრევების შედეგად გაჩნდა. დაშავებულებისა და ზარალის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ გავრცელებულა.

მონიტორინგის არხ Exilenova+-ის ინფორმაციით, ნავთობბაზაზე ერთდროულად სამი რეზერვუარი იწვის.

პოლტავსკაიას ნავთობბაზა კრასნოდარის მხარისა და ადიღეს რესპუბლიკის საწვავით მომარაგების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტია. კომპლექსი დაახლოებით 28 საცავს მოიცავს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე თვეში ეს აღნიშნულ ობიექტზე პირველი შეტევა არ არის. მსგავსი ინციდენტის შესახებ ინფორმაცია 16 ივნისსაც გავრცელდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა