რუბიო: არცერთ ქვეყანას არ აქვს უფლება ჰორმუზის სრუტეში გადასახადი დააწესოს
სადისტრიბუციო მანქანებს ღამით BUS LANE-ით სარგებლობის უფლება ექნებათ
პარლამენტმა მწვანე ნარგავების დაზიანებისთვის ჯარიმები მნიშვნელოვნად შეამცირა
პარლამენტმა სიჩქარის გადაჭარბებისთვის ახალი ჯარიმები დაამტკიცა
ფოთის ახალი პორტის პროექტში აშშ დამატებით 25 მილიონ დოლარს აბანდებს
Oil depot on fire in Krasnodar region following drone attack
რუსეთში, კრასნოდარის მხარეში, დრონების შეტევის შემდეგ ნავთობბაზაზე ხანძარი გაჩნდა
War update: 232 combat engagements on front line over past day

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრის საქმეზე ორი პირი დააკავეს

25.06.2026 ნახვები: 217

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში მომხდარი ძალადობრივი ინციდენტის გამო სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ახალგაზრდა მამაკაცზე ფიზიკურად იძალადეს. დაპირისპირების დროს ერთ-ერთმა მათგანმა ცივი იარაღი გამოიყენა და დაზარალებულს დაზიანებები მიაყენა.

დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი დახმარება გაეწია.

შსს-ს განცხადებით, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მონაწილე ორივე პირი სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ფაქტებზე მიმდინარეობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წყარო: შინაგან საქმეთა სამინისტრო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა