Russian strike on gas station and parking lot in Zaporizhzhia injures one
“Alpha” Special Forces Officer Stakhovsky: Unit welcomes women as well
Russian strategic bombers conduct 16-hour flight over Barents and Norwegian seas
War update: 221 clashes at front line over past day, Pokrovsk sector most active
Air defense neutralizes 118 of 135 Russian drones used to attack Ukraine from yesterday evening
Russian stock market collapses to its lowest level in four years
Macron thanks Starmer for support of Ukraine and strengthening UK–France cooperation
May was deadliest month for civilians in Ukraine in four years, UN Security Council told

დონალდ ტრამპი - ირანი თუ შეთანხმებას დაარღვევს, საჭირო ნაბიჯებს გადავდგამთ

23.06.2026 ნახვები: 224

ირანი თუ შეთანხმებას დაარღვევს, საჭირო ნაბიჯებს გადავდგამთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას განახადა.

ჟურნალისტების კითხვაზე, უკავშირდება თუ არა სანქციების შესაძლო შემსუბუქება ირანული ნავთობის ექსპორტს, ტრამპმა აღნიშნა, რომ მიღებული შემოსავლები, მისი მოლოდინით, პირველ რიგში, სასურსათო პროდუქტების შესაძენად იქნება გამოყენებული.

„ირანში 91 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და ქვეყანას საკუთარი მოსახლეობის სრულად გამოკვება უჭირს. თუ სანქციები შემსუბუქდება, ეს თანხები დიდწილად ამერიკელი ფერმერებისგან სიმინდისა და სოიოს შესაძენად დაიხარჯება“, – განაცხადა აშშ-ის ლიდერმა.

კითხვაზე, როგორ აპირებს აშშ, უზრუნველყოს, რომ ირანმა ნავთობიდან მიღებული შემოსავლები სამხედრო პოტენციალის აღსადგენად არ გამოიყენოს, ტრამპმა უპასუხა, რომ, შეთანხმების მიხედვით, ეს დაუშვებელია, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი პრაქტიკულ ქმედებებზე იქნება დამოკიდებული.

„ვნახავთ, როგორ მოიქცევიან. მათ ეს თანხები საკუთარი მოსახლეობის საკვებზე უნდა დახარჯონ და არა სამხედრო მიზნებისთვის“, – აღნიშნა ტრამპმა.

ჟურნალისტებმა ასევე ჰკითხეს პრეზიდენტს, მზად არის თუ არა ირანის წინააღმდეგ ახალი სამხედრო მოქმედებებისთვის, თუ თეირანი შეთანხმებას არ შეასრულებს. ტრამპმა განაცხადა, რომ ბირთვული იარაღის გაჩენის საფრთხე ნებისმიერ ეკონომიკურ რისკს აღემატება.

„ეკონომიკური დეპრესია ძალიან ცუდია, მაგრამ ბირთვული იარაღი გაცილებით უფრო საშიშია. თუ ირანი შეთანხმებას არ შეასრულებს ან სათანადოდ არ მოიქცევა, გავაკეთებ იმას, რაც აუცილებელი იქნება“, – განაცხადა ტრამპმა.

ამასთან, პრეზიდენტმა უარყო მოსაზრება, რომ ირანს აშშ-ზე რამე სახის ზეწოლის ბერკეტი აქვს. მისი თქმით, ბოლო სამხედრო ოპერაციების შედეგად, ირანის სამხედრო შესაძლებლობები მნიშვნელოვნად დასუსტდა. ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის საზღვაო და საჰაერო ძალებმა, სარაკეტო ინფრასტრუქტურამ, რადარული სისტემების მნიშვნელოვანმა ნაწილმა და სამხედრო წარმოების შესაძლებლობებმა სერიოზული ზიანი განიცადა.

პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა მედიის ნაწილი, მათ შორის „ნიუ იორკ თაიმსი“, რომელიც, მისი შეფასებით, ირანის სამხედრო მდგომარეობის შესახებ რეალურ სურათს არ ასახავს.

„მათი ლიდერებიდან ყველა მკვდარია. მთელი ქვეყანა ქაოსშია. მათი ეკონომიკა განადგურებულია. იცით, „ნიუ იორკ თაიმსმა“, იმ ყალბმა „ნიუ იორკ თაიმსმა“ დაწერა, რომ ვითარება დაახლოებით ისეთივეა, როგორიც ოთხი თვის წინ იყო. არა, ოთხი თვის წინ მათ ჰყავდათ სამხედრო-საზღვაო ფლოტი, ზუსტად 159 ხომალდი. ახლა ეს ფლოტი აღარ არსებობს, მთლიანად განადგურებულია. ჰყავდათ 250 თვითმფრინავი, ისინიც აღარ ჰყავთ. მათი საჰაერო თავდაცვის სისტემა განადგურებულია, რადარები განადგურებულია და „ნიუ იორკ თაიმსი“ ამბობს, რომ ისინი დაახლოებით იმავე მდგომარეობაში არიან, როგორშიც ოთხი თვის წინ იყვნენ. მიზეზი, რის გამოც მედია ასეთ ცუდ მდგომარეობაშია ან, სხვაგვარად რომ ვთქვათ, მიზეზი, რის გამოც მე დიდი უპირატესობით გავიმარჯვე არჩევნებში, მიუხედავად იმისა, რომ ჩემ შესახებ გაშუქების 92 პროცენტი უარყოფითი და მთლიანად ყალბი იყო, ის არის, რომ ხალხს მედიის აღარ სჯერა“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა