ბენიამინ ნეთანიაჰუ - სანამ მე ისრაელის პრემიერ-მინისტრი ვარ, ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება
ევროკომისიის პრესსპიკერი - საქართველოს დელეგაციასთან შეხვედრა ფოკუსირებული იყო ვიზების შეჩერების მექანიზმის ამოქმედების გამომწვევ საკითხებზე
საქართველოში ხანმოკლე წვიმა, ელჭექი და ზოგან სეტყვაა მოსალოდნელი
გოჩა მირცხულავა - ავტორიტარიზმის პირველი მსხვერპლი თავისუფლება კი არ არის - პირველი მსხვერპლი ემპათიაა
დონალდ ტრამპი - ირანთან შესანიშნავ შეთანხმებას მივაღწიეთ - შესაძლოა, ხელი ევროპაში მოეწეროს
ირანის საგარეო უწყება - ირანს აშშ-სთან შეთანხმებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია
საგარეო უწყება - საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის მდგრადობის უზრუნველსაყოფად - მიუღებელია საკითხით პოლიტიკური მანიპულირება
ნანუკა ჟორჟოლიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობაზე უარი თქვა

ირაკლი კობახიძე - [ამერიკელები] ბიძინა ივანიშვილს სთხოვდნენ, პოლიტიკაში დაბრუნებას და ხელისუფლებაზე ზემოქმედებას

09.06.2026 ნახვები: 266

[ამერიკელები] ბიძინა ივანიშვილს სთხოვდნენ შეხვედრაზე პოლიტიკაში დაბრუნებას და ხელისუფლებაზე ზემოქმედებას , - ასე უპასუხა პრემიერ- მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, სანდრო რაქვიაშვილის შეკითხვას: „თქვენ ახსენეთ ომში ჩათრევის ისტორია, რატომ მოუნდათ ამერიკელებს შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან იმ მომენტში, როცა არანაირ თანამდებობას არ იკავებდა?“.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრისას [ამერიკელები] სიტყვა „ომს“ არ ახსენებდნენ.

„გითხრათ, რა იყო მთავარი გზავნილი, რას სთხოვდნენ, გითხრათ? პოლიტიკაში დაბრუნებას და ხელისუფლებაზე ზემოქმედებას. ეს არის პასუხი თქვენს კითხვაზე. ბიძინა ივანიშვილს სთხოვდნენ იმ შეხვედრაზე, პოლიტიკაში დაბრუნებას და ხელისუფლებაზე ზემოქმედებას, ამათ არ იციან, რა უნდა გააკეთონო, იქ სიტყვა ომი არ იყო ნახსენები, მაგრამ ეს სიტყვები იყო, რომ ამათ არ იციან რა უნდა გააკეთონ და თქვენ უნდა დაბრუნდეთ და გააკეთებინოთ ის, რაც გასაკეთებელია. ეს სიტყვები იყო ნათქვამი იმ შეხვედრაზე. ჯერ იყო სხვა შეხვედრები, მერე იყო მესამე შეხვედრა, სადაც ამ სიტყვას, „ომს“, არ ახსენებენ, მაგრამ პოლიტიკაში დაბრუნდი და გააკეთე, რაც გასაკეთებელიაო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა