პროკურატურა - 4 ოქტომბერს, ბრალდებულებმა და სხვა პირებმა ჯგუფური ძალადობრივი მოქმედებების დაორგანიზება გადაწყვიტეს, რასაც ხელმძღვანელობდა და ორგანიზებას უწევდა ბაჩანა ახალაია
ადვოკატი - ბაჩო ახალია არ ენდობა გამოძიებას და ჩვენება არ მისცა
ვოლოდიმირ ზელენსკი - კვირას ფლორიდაში გვექნება პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრა, განვიხილავთ უსაფრთხოების გარანტიებს
დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი კობახიძის განცხადებაზე - ეს ბუნდოვანია - პირიქით არის: მწარმოებლების და სადისტრიბუციო კომპანიების პრობლემებზე ჩვენ მიერ იქნა მოთხოვნები დაყენებული - მზად ვართ, აქტიურად ჩავერთოთ პროცესში
მიხეილ სააკაშვილი - ქიმიური სკანდალი ლილუაშვილით გადაფარეს, ლილუაშვილი ახალაიათი
ანი ნადარეიშვილი - გამოკითხვაზე დამიბარეს, ვუთხარი, რომ მაგისტრ მოსამართლესთან მივიდოდით, ნახევარ საათში, 30-მდე ავტომატიანი და ნიღბიანი შემოცვივდა
War update: 121 clashes on front line, 28 enemy assaults stopped in Pokrovsk sector
Russian army loses 840 troops over past day

ადვოკატი - ბაჩო ახალია არ ენდობა გამოძიებას და ჩვენება არ მისცა

26.12.2025 ნახვები: 193

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ბაჩო ახალაიას ბრალდება წარედგინა.

როგორც ადვოკატმა გია გოროზიამ ბრალის გაცნობის შემდეგ მედიას განუცხადა, ახალია ბრალს არ აღიარებს და სიგიჟეს უწოდებს.

„ბაჩოს პოზიცია გახლავთ ის, რომ ბრალდება არის სრულიად უსაფუძვლო, უარგუმენტო და აბსურდული, პირდაპირ გითხრათ, სიგიჟე. მას ბრალი წარედგინა იმისთვის, რომ მას პირადად მურთაზ ზოდელავასთან და პაატა ბურჭულაძესთან აკავშირებს ნაცნობობა და მეგობრობა - ეს არის ბრალის ფორმულირება. გავეცანით ბრალდებას და იქ რაიმე არგუმენტი, კონკრეტული გარემოებები, რაიმე მყარი მტკიცებულება, თუნდაც რაიმე სახის ინფორმაცია, რომ მას რაიმე გარკვეული ქმედებით ჩადენილი აქვს სისხლის სამართლის დანაშაული, ასეთი მოცემულობა მე ბრალში ვერ ვნახე. ის წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს, ვინაიდან უწოდებს აბსურდულს და სიგიჟეს“, - თქვა მან.

ამასთან, ადვოკატი აცხადებს, რომ ბაჩო ახალაიას გამოძიებისთვის ჩვენება არ მიუცია.

"არ ენდობა გამოძიებას და ამ მოტივით მან გამოძიებას ჩვენება არ მისცა“, - აცხადებს ადვოკატი.

ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ ფიქრობთ, რომ საქმე არის პოლიტიკური ნიშნით, ადვოკატმა უპასუხა: „აი, ეგ არის ზუსტად ბრალი“.

ადვოკატმა თქვა, რომ ბრალის ფორმულირებაზე განმარტებისგან თავს იკავებს და გაიმეორა, რომ ახალიას „ბრალი წარდგენილი აქვს მურთაზ ზოდელავასთან, პაატა ბურჭულაძესთან მეგობრობისა და ნაცნობობისთვის”.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა