IPN - ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსთან, სადაც ბაჩო ახალაია ცხოვრობს, პოლიციაა მობილიზებული
ირაკლი კობახიძე - ყველას დავუსვამთ კითხვებს, თუ არის დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი რადიკალი ოპოზიციონერი, მანაც უნდა გასცეს პასუხი
ჯუანშერ ბურჭულაძე - ბრალი აბსურდულია - დამაკავეს ირიბი და თან შეცვლილი ჩვენების საფუძველზე
ელენე ხოშტარია - ქიმიური იარაღით მოწამვლის საკითხთან გამკლავება „ოცნებას“ აშკარად უჭირს, ბიძინამ ახალი ტრიუკი ჩაიფიქრა - არ შევყვეთ ფასების გარშემო შექმნილ ყალბ ნარატივში
უკრაინამ, დრონების გამოყენებით, რუსეთში გაზის გადამამუშავებელ ქარხანასა და პორტს დაარტყა
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
მარკო რუბიო - ჩვენ დავხურეთ USAID-ი, საერთაშორისო დახმარება სახელმწიფო დეპარტამენტის კონტროლქვეშ გადმოვიტანეთ, რათა ზუსტად ვიცოდეთ, სად მიდის ეს თანხა
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 860 over past day

ელენე ხოშტარია - ქიმიური იარაღით მოწამვლის საკითხთან გამკლავება „ოცნებას“ აშკარად უჭირს, ბიძინამ ახალი ტრიუკი ჩაიფიქრა - არ შევყვეთ ფასების გარშემო შექმნილ ყალბ ნარატივში

25.12.2025 ნახვები: 205

ბიძინამ ახალი ტრიუკი ჩაიფიქრა, მაგრამ არც ჩვენ ვართ გამოუცდელები - არ შევყვეთ ფასების გარშემო მათ მიერ შექმნილ ყალბ ნარატივში - დავამტკიცოთ ერთადერთი სიმართლე: ქურდი მთავრობა გვაღარიბებს,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, პატიმრობაში მყოფი ელენე ხოშტარიას განცხადება მის სოციალურ ქსელში გავრცელდა, რითაც ხოშტარია სურსათის ფასებთან დაკავშირებით პრემიერის განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ საზოგადოებას „მეტი მომხიბვლელობისთვის სთავაზობს სანახაობას - ე.წ. საპარლამენტო კომისიას“.

„ბიძინამ ახალი ტრიუკი ჩაიფიქრა, მაგრამ არც ჩვენ ვართ გამოუცდელები. ქიმიური იარაღით მოწამვლის საკითხთან გამკლავება „ოცნებას“ აშკარად უჭირს. თან ეს არის თემა, რომელიც სცდება მხოლოდ პროტესტში ჩართულ ადამიანებს და, ბუნებრივია, ყველას აშინებს. შესაბამისად, ივანიშვილმა გადაწყვიტა, მიმართოს პროპაგანდისტულ ხრიკს და პროდუქტის ფასებზე ყალბი გამოძიება წამოიწყო.

პროდუქტების ფასები ყველას აწუხებს, შესაბამისად, ამ საკითხზე საუბარი ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობს. თემა კარგადაა შერჩეული.

პროპაგანდისტული ჩარჩოც მოირგეს: „ბოროტი ბიზნესმენებისგან“ გვიხსნის „მზრუნველი“ მთავრობა. მერე რა, რომ ეს ფასები პირდაპირ და 100%-ით ხელისუფლების მოქმედებების შედეგია (არასწორი მაკროეკონომიკა, საგადასახადო პოლიტიკა, კორუფცია, ინვესტიციების შემცირება, პოლიტიკური კრიზისი, ქვეყნის იზოლაცია, სასამართლოს არარსებობა და ასე შემდეგ).

მეტი მომხიბვლელობისთვის კი გვთავაზობენ სანახაობას - ე.წ. საპარლამენტო კომისიას, რომელიც ყოველდღე თითო ბოროტმოქმედს (ბიზნესმენს) გადმოგვიგდებს საჯიჯგნად.

ჩვენთვის ეს მარტივად განჭვრეტადია. ვეღარ მოგვატყუებენ. ამიტომ:

არ შევყვეთ ფასების გარშემო მათ მიერ შექმნილ ყალბ ნარატივში. დავამტკიცოთ ერთადერთი სიმართლე - ქურდი მთავრობა გვაღარიბებს.

იგივე და მეტი ინტენსივობით გავაგრძელოთ ერთობლივი შეტევა ქიმიური იარაღით მოწამვლის თემაზე. როგორც ჩვენმა კოალიციამ ისე სხვა პარტიებმა, არასამთავრობოებმა და აქტივისტებმა”,- წერს ხოშტარია.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სასურსათო პროდუქტებზე ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა მართლაც დიდია. ირაკლი კობახიძის თქმით, სხვაობას სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატი განაპირობებს, რომელიც საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს. პრემიერმა სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდა, სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხი შეისწავლონ და დაადგინონ, ხომ არ იკვეთება დანაშაულის ნიშნები. კობახიძემ ასევე, პარლამენტს სთხოვა, საკითხის შესაფასებლად, საპარლამენტო კომისია შექმნას. თავის მხრივ, სუს-მა განაცხადა, რომ სურსათის ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას იწყებს, ისე როგორც საპარლამენტო უმრავლესობა მზადაა, პარლამენტში სპეციალური კომისია შექმნას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა