ვფიქრობ, რომ მისი [გრიგოლ ლილუაშვილის] ჩვენება საჯარო იქნება - დასამალი არაფერი აქვს , - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატმა, რობერტ გრიგალაშვილმა ჟურნალისტებთან სასამართლო სხდომის დასრულებისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, გაასაჩივრებენ სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც სასამართლომ სუს-ის ყოფილ უფროსს გრიგოლ ლილუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
“აღკვეთის ღონისძიების საკითხს, რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ. ვფიქრობ რომ მისი [გრიგოლ ლილუაშვილის] ჩვენება საჯარო იქნება, მას დასამალი არაფერი აქვს. საქმის მასალებს გაეცნობა და გამოძიებაში ის მზაობას დააფიქსირებს უპასუხოს", - განაცხადა რობერტ გრიგალაშვილმა.
შეგახსენებთ, სასამართლომ სუს-ის ყოფილ უფროსს გრიგოლ ლილუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 თებერვალს, 12:00 საათზე, ჩაინიშნა.დღევანდელი სასამართლო სხდომა ბრალდების მხარის შუამდგომლობით დაიხურა. პროცესს ბრალდებული გრიგოლ ლილუაშვილი არ ესწრებოდა.
IPN