მოსკოვში ბომბის აფეთქების შედეგად გენერალ-ლეიტენანტი ფანილ სარვაროვი დაიღუპა, - ინფორმაციას რუსული მედია საგამოძიებო კომიტეტის პრესსპიკერზე, სვეტლანა პეტრენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
„რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოპერატიული მომზადების დეპარტამენტის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ფანილ სარვაროვი, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა“, - განაცხადა საგამოძიებო კომიტეტის პრესსპიკერმა.
შემთხვევა დღეს დილით მოხდა. გამომძიებლების ცნობით, სამხედრო მოსამსახურე ავტომობილის ქვეშ ჩადებული ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად დაიღუპა.
რუსული მედიის ცნობით, ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, დანაშაულში უკრაინის სპეცსამსახურები იყვნენ ჩართულები.