შსს-მ ვებგვერდზე, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 9 იანვრის ჩათვლით აქციების გამართვის პირობებიც გამოაქვეყნა
შსს, 21 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, აქციების გამართვის პირობებთან დაკავშირებით ვებგვერდზე ინფორმაციას აქვეყნებს
პარლამენტთან აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ისაკო დევიძე დააკავეს
ოკუპირებულ ყირიმში „სუ-27“ ტიპის ორი რუსული თვითმფრინავი გაანადგურეს
პროკურატურა - გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანია დაკავებული
აშშ-ის დაზვერვა მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინს მთელი უკრაინისა და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მიტაცება სურს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კასპიის ზღვაში რუსულ სამხედრო ხომალდს და საბურღ პლატფორმას დაარტყეს
Drone operators destroy Russian Black Eye EW system, antenna in Pokrovsk sector

შსს, 21 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, აქციების გამართვის პირობებთან დაკავშირებით ვებგვერდზე ინფორმაციას აქვეყნებს

20.12.2025 ნახვები: 179

შინაგან საქმეთა სამინისტრო, 2025 წლის 21 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, აქციების გამართვის პირობებთან დაკავშირებით ვებგვერდზე ინფორმაციას აქვეყნებს.

როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, ამ პერიოდში შეკრება უნდა იყოს მსვლელობის გარეშე, შეკრების მონაწილეებმა პროტესტი უნდა გამოხატონ თბილისში, პარლამენტის შენობასთან წინა ფასადზე არსებულ ასასვლელ კიბეებსა და მის მიმდებარედ სივრცეში და არ უნდა შეაფერხონ ტროტუარზე მოძრავი სხვა მოქალაქეებისა და გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება.

„2025 წლის 21 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით შეკრება თბილისში შოთა რუსთაველის გამზირზე, შეკრების ფორმა: შეკრება (მსვლელობის გარეშე);

შეკრების ჩატარების ადგილი: თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი №8, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია;

შეკრების დაწყების თარიღი/დრო: 2025 წლის 21-31 დეკემბერი, 19:00 საათი;

შეკრების დასრულების თარიღი/დრო: 2025 წლის 21-31 დეკემბერი, 24:00 საათი;

შეკრების ჩატარებაზე პასუხისმგებელი პირი: კახა წიქარიშვილი;

შეკრების თაობაზე გაფრთხილების შემოტანის თარიღი: 2025 წლის 17 დეკემბერი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული შესასრულებლად სავალდებულო მითითება:

2025 წლის 21 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გასამართი შეკრების მონაწილეებმა შეკრებაში მონაწილეობა უნდა მიიღონ იმგვარად, რომ საფრთხე არ შეექმნას საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს, ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ მუშაობას, ტრანსპორტის ან ხალხის შეუფერხებელ გადაადგილებას, ადამიანის სხვა უფლებებსა და თავისუფლებებს. ამასთან, შეკრების მონაწილეებმა პროტესტი უნდა გამოხატონ თბილისში, შოთა რუსთაველის გამზირზე №8-ში მდებარე, საქართველოს პარლამენტის შენობასთან წინა ფასადზე არსებულ ასასვლელ კიბეებსა და მის მიმდებარედ სივრცეში და არ უნდა შეაფერხონ ტროტუარზე მოძრავი სხვა მოქალაქეებისა და გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება“, - ნათქვამია ინფორმაციაში

ყველას ნახვა
ყველას ნახვა