ევროკომისია უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის მერვე ანგარიშს აქვეყნებს
ევროკომისიის ანგარიში - პირველ ეტაპზე უვიზო მიმოსვლის შეჩერება შესაძლოა საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მქონეებს შეეხოს
ევროკომისიის ანგარიში - საქართველომ შესაძლოა მთლიანად დაკარგოს უვიზო რეჟიმის სტატუსი
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ფახულანის პირველ საჯარო სკოლის მოსწავლეებს საჩუქრად ბურთები და სპორტული ფორმები გადაეცათ
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი საახალწლო დღეებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
სამხრეთ კორეაში საქართველოს ელჩი თანამდებობას ტოვებს
15 წლის მოზარდის ცემაში ბრალდებულ მკლავჭიდელ ხატია ვიბლიანს, პირობითი სასჯელის სახით, 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ევროკომისიის ანგარიში - პირველ ეტაპზე უვიზო მიმოსვლის შეჩერება შესაძლოა საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მქონეებს შეეხოს

19.12.2025 ნახვები: 181

პირველ ეტაპზე უვიზო მიმოსვლის შეჩერება შესაძლოა საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მქონეებს შეეხოს, - ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის მერვე ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, მეორე ეტაპზე, უვიზო მიმოსვლის შეჩერება შესაძლოა მთელ მოსახლეობაზე გაფართოვდეს, თუ პრობლემები მოგვარებულ არ იქნება საქართველოს მთავრობის მიერ, საბოლოო ჯამში კი, საქართველომ შესაძლოა მთლიანად დაკარგოს უვიზო სტატუსი.

ევროკომისია ასკვნის, რომ „საქართველომ მნიშვნელოვანი რეგრესი განიცადა მმართველობისა და კანონის უზენაესობის საკვანძო მოთხოვნებზე, რაც უვიზო მიმოსვლის მინიჭების ბაზისს ქმნის“.

„მსგავსად, საქართველომ ასევე რეგრესი განიცადა სავიზო თანხვედრისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროებში. ეს ვითარება ვიზალიბერალიზაციის პროცესის დროს აღებული ვალდებულებებისგან უკან დახევის ნათელი მაგალითია და ძირს უთხრის ორმხრივ ნდობას, რაზეც არის უვიზო რეჟიმი დაფუძნებული.

ამ უკუსვლის სისტემური და მიზანმიმართული ბუნების გათვალისწინებით, ევროკომისია უვიზო მიმოსვლის შეჩერების განახლებული მექანიზმის ფარგლებში შესაბამის ზომებს განიხილავს.

ახალი წესების შესაბამისად, პირველ ეტაპზე უვიზო მიმოსვლის შეჩერება შესაძლოა საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მქონეებს შეეხოს, ვინც ძირითადად პასუხისმგებლები არიან ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად უმოქმედობისთვის…

მეორე ეტაპზე, [უვიზო მიმოსვლის] შეჩერება შესაძლოა მთელ მოსახლეობაზე გაფართოვდეს, თუ პრობლემები მოგვარებულ არ იქნება საქართველოს მთავრობის მიერ.

საბოლოო ჯამში, საქართველომ შესაძლოა მთლიანად დაკარგოს უვიზო სტატუსი და სავიზო რეგულაციის I დანართში გადაინაცვლოს (სავალდებულო ვიზების მესამე ქვეყნების სია),” - ნათქვამია ანგარიშში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა