დონალდ ტუსკი - ფული დღეს, ან სისხლი ხვალ
ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინი მოლაპარაკებებში არ ჩაერთვება, თუ ევროკავშირი რეპარაციული სესხის შესახებ გადაწყვეტილებას არ მიიღებს
ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინი მოლაპარაკებებში არ ჩაერთვება, თუ ევროკავშირი რეპარაციული სესხის შესახებ გადაწყვეტილებას არ მიიღებს
თიბისი კაპიტალი ტაშკენტის საფონდო ბირჟის წევრი გახდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
მოემზადე საახალწლოდ თიბისის ერთგული ბარათით და დაზოგე ყველაზე ხარჯიან პერიოდში
Air defenses neutralize 63 out of 82 drones used by Russia in overnight attack on Ukraine
War update: 134 clashes on frontline in past 24 hours, 38 attacks repelled in Pokrovsk sector

დონალდ ტუსკი - ფული დღეს, ან სისხლი ხვალ

18.12.2025 ნახვები: 182

ევროკავშირის ლიდერებმა უნდა გადაწყვიტონ, ფული დღეს, ან სისხლი ხვალ, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

„დღეს მარტივი არჩევანი გვაქვს: ფული დღეს, ან სისხლი ხვალ. მე მხოლოდ უკრაინის შესახებ არ ვსაუბრობ. მე ევროპის შესახებ ვსაუბრობ. ეს ჩვენს გადაწყვეტილებას წარმოადგენს. ეს მხოლოდ ჩვენი გადასაწყვეტია“, - განაცხადა დონალდ ტუსკმა.

შეგახსენებთ, დღეს ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერები მომდევნო ორი წლის განმავლობაში უკრაინის დაფინანსების საკითხს განიხილავენ. ერთ-ერთ ვარიანტად რეპარაციული სესხის გასაცემად ევროპაში გაყინული რუსული აქტივების გამოყენება განიხილება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა