ქალთა გაძლიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თიბისიმ გაეროს ქალთა ორგანიზაციისგან ჯილდო მიიღო
დონალდ ტუსკი - ფული დღეს, ან სისხლი ხვალ
ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინი მოლაპარაკებებში არ ჩაერთვება, თუ ევროკავშირი რეპარაციული სესხის შესახებ გადაწყვეტილებას არ მიიღებს
ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინი მოლაპარაკებებში არ ჩაერთვება, თუ ევროკავშირი რეპარაციული სესხის შესახებ გადაწყვეტილებას არ მიიღებს
თიბისი კაპიტალი ტაშკენტის საფონდო ბირჟის წევრი გახდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
მოემზადე საახალწლოდ თიბისის ერთგული ბარათით და დაზოგე ყველაზე ხარჯიან პერიოდში
Air defenses neutralize 63 out of 82 drones used by Russia in overnight attack on Ukraine

აშშ-ის სენატმა ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის კანონპროექტი დაამტკიცა

18.12.2025 ნახვები: 207

აშშ-ის სენატმა ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის კანონპროექტი დაამტკიცა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. კანონპროექტს მხარი 77-მა სენატორმა დაუჭირა, ხოლო 20-მა ხმა მის წინააღმდეგ მისცა.

2026 ფისკალური წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის (NDAA) კანონპროექტი აშშ-ის სამხედრო ხარჯებისთვის რეკორდული რაოდენობის, 901 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. ასევე, კანონპროექტის ფარგლებში ამერიკელი სამხედროებისთვის ხელფასები 4%-ით გაიზრდება.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივისთვის (USAI) მომდევნო ორი წლის განმავლობაში 800 მილიონი დოლარის გამოყოფა მოხდება.

ასევე, კანონპროექტი ევროპის თავდაცვასთან დაკავშირებით პროგრამებს განსაზღვრავს.

NDAA-ის თანახმად, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს ევროპაში განლაგებული ამერიკული ჯარების 76 000-ზე ნაკლებ რაოდენობამდე შემცირების უფლება ეზღუდება.

ამასთან, კანონპროექტი ბალტიისპირეთის უსაფრთხოების ინიციატივას ამტკიცებს და ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის თავდაცვის მხარდასაჭერად 175 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის კანონპროექტი გასულ კვირას აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო. მოსალოდნელია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კანონპროექტს ხელს ხვალ მოაწერს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა