აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას შეუძლია გააგრძელოს ნარკოტიკებით მოვაჭრეების წინააღმდეგ დარტყმები ომის ოფიციალური გამოცხადების გარეშე.
„მე არ ვაპირებ ომის გამოცხადების მოთხოვნას [კონგრესისთვის]... ვფიქრობ, ჩვენ უბრალოდ მოვკლავთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ჩვენს ქვეყანაში ნარკოტიკები შემოაქვთ. კარგი? ჩვენ მათ მოვკლავთ, იცით, ისინი მოკვდებიან, ასე ვთქვათ“, - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.
მანამდე მან განაცხადა, რომ კარტელის წევრებად მიჩნეული პირების დაბომბვას დაიწყებს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ვენესუელა, ასევე, გააგრძელებს საერთაშორისო წყლებში ნარკოტიკების გადამზუდველი ნავების დაბომბვას.
აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ხმელეთზე“ ნებისმიერი ოპერაციის დაწყებამდე ჯერ კონგრესს აცნობებს, მაგრამ დასძინა, რომ გეგმას კანონმდებლების მხრიდან არანაირი წინააღმდეგობა არ შეექმნება.