ვფიქრობ, ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმებას მივაღწევთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ცნობით, მომავალ კვირას სამხრეთ კორეაში დაგეგმილ შეხვედრაზე ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან სავაჭრო შეთანხმების, უკრაინაში ომისა და ბირთვული იარაღის კონტროლის საკითხების განხილვას გეგმავს.
„ვფიქრობ, შეთანხმებას მივაღწევთ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ასევე, ტრამპის თქმით, სი ძინპინმა უკრაინის ომთან დაკავშირებით აზრი შეიცვალა და ახალა მისი დასრულება სურს.
„მას ახლა ეს სურს. ვფიქრობ, თავიდან ამის სურვილი არ ჰქონდა, მაგრამ ახლა სურს, რომ ეს ომი დასრულდეს“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.