თიბისის მობაილბანკი - აპლიკაცია, რომელიც მოგზაურობაში აუცილებლად გჭირდება
ამირან გამყრელიძე - როდემდე უნდა გაგრძელდეს ასეთი ძალადობა მოსახლეობაზე?
დონალდ ტრამპი - ვფიქრობ, ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმებას მივაღწევთ
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ თიბისის მხარდაჭერით AI კვლევითი კლუბი შექმნა
Fire reported at oil refinery in Ryazan region
Rubio: U.S. still wants to meet with Russia despite imposing sanctions
Air Defense Forces destroy 92 out of 130 Russian drones, hits recorded at 11 locations
War update: 126 combat clashes over past day, fiercest fighting on Pokrovsk front

ურსულა ფონ დერ ლაიენი- გავაგრძელებთ კოლექტიურ ზეწოლას აგრესორზე

23.10.2025 ნახვები: 203

ვაფასებ აშშ-ის ფინანსთა მინისტრ სკოტ ბესენტთან დღევანდელ საუბარს და სამინისტროს გადაწყვეტილებას, სანქციები დაეწესებინა მსხვილი რუსული ნავთობკომპანიებისთვის იმის გამო, რომ რუსეთი სამშვიდობო პროცესისადმი ერთგულებას არ იჩენს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„ევროკავშირის მე-19 პაკეტის მოახლოებული მიღებით, ეს ატლანტიკის ოკეანის ორივე მხრიდან ნათელი სიგნალია, რომ ჩვენ გავაგრძელებთ კოლექტიურ ზეწოლას აგრესორზე“, - აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, აშშ-მა ორი უდიდესი რუსული ნავთობკომპანია - “როსნეფტი” და “ლუკოილი” - დაასანქცირა. ასავე, დასანქცირებულია "როსნეფტისა" და "ლუკოილის" 34 შვილობილი კომპანია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა