დონალდ ტრამპი - ვფიქრობ, ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმებას მივაღწევთ
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ თიბისის მხარდაჭერით AI კვლევითი კლუბი შექმნა
Fire reported at oil refinery in Ryazan region
Rubio: U.S. still wants to meet with Russia despite imposing sanctions
Air Defense Forces destroy 92 out of 130 Russian drones, hits recorded at 11 locations
War update: 126 combat clashes over past day, fiercest fighting on Pokrovsk front
Russia loses 920 more soldiers in Ukraine war over past 24 hours
EU approves 19th package of sanctions against Russia – Reuters

აშშ-მა ორი უდიდესი რუსული ნავთობკომპანია - „როსნეფტი“ და „ლუკოილი“ დაასანქცირა

23.10.2025 ნახვები: 212

აშშ-მა ორი უდიდესი რუსული ნავთობკომპანია - “როსნეფტი” და “ლუკოილი” - დაასანქცირა. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს.

ასავე, დასანქცირებულია "როსნეფტისა" და "ლუკოილის" 34 შვილობილი კომპანია.

განცხადების თანახმად, აშშ-ის სანქციები “რუსეთის მხრიდან უკრაინაში ომის დასარულებლად სერიოზული ერთგულების ნაკლებობის შედეგია”.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ დღევანდელი სანქციები ზეწოლას ზრდის რუსეთის ენერგეტიკის სექტორზე და ამცირებს კრემლის შესაძლებლობას, “მისი ომის მანქანისთვის შემოსავლების მოსაპოვებლად და თავისი დასუსტებული ეკონომიკის მხარდასაჭერად.”

აშშ მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ცეცხლი.

“ახლა მკვლელობების შეწყვეტისა და დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტის დროა. პრეზიდენტი პუტინის უარის გათვალისწინებით, დაასრულოს ეს უაზრო ომი, სახაზინო დეპარტამენტი რუსეთის ორ უდიდესი ნავთობკომპანიას ასანქცირებს, რომლებიც კრემლის ომის მანქანას აფინანსებენ. სახაზინო დეპარტამენტი მზად არის, შემდგომი ქმედებებისთვის, თუ საჭირო იქნება, რათა მხარი დაუჭიროს პრეზიდენტ ტრამპის მცდელობებს, დაასრულოს კიდევ ერთი ომი. ჩვენს მოკავშირეებს მოვუწოდებთ, შემოგვიერთდნენ და დაიცვან ეს სანქციები,” - განაცხადა აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა.

აღინიშნება, რომ დღევანდელი სანქციები რუსეთის ორ უდიდესი ნავთობკომპანიაზე ვრცელდება, კერძოდ “როსნეფტზე” და “ლუკოილზე.”

განცხადების თაბახმად, “როსნეფტი” ვერტიკალურად ინტეგრირებული ენერგოკომპანიაა, რომელიც სპეციალიზირებულია ბენზინის, ბუნებრივი აირისა და ნავთობპროდუქტების აღმოჩენაში, მოპოვებაში, გადამუშავებაში, ტრანსპორტირებასა და გაყიდვაში. “ლუკოილი” კი თავის მხრივ, ჩართულია ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვებაში, წარმოებაში, გადამუშავებაში, მარკეტინგსა და გავრცელებაში, როგორც რუსეთში, ასევე, საერთაშორისოდ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა